თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, რომელიც 2016 წლიდან იმართება.
მიმდინარე წელს, ფინიშთან მე-6 გათამაშება მივიდა. გადამწყვეტ მატჩში ტიტულისთვის ერთმანეთს ვალენსია და იუვენტუსი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა იტალიური გრანდის აკადემიამ მინიმალური სხვაობით, მეორე ტაიმში გატანილი ფაბიო ბადარაუს ერთადერთი გოლით მოიგო (0:1).
უნდა ითქვას, რომ დასრულებული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, ვალენსიასგან განსხვავებით, იუვენტუსი დამაჯერებელი ვერ იყო: დამარცხდა უოტფორდთან (4-1) და დინამო თბილისთან (3-1): 7 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 ბურთის გატანა შეძლო. იუვენტუსმა თამაში ტურნირის ½ ფინალში იპოვა, როცა კვლავ დინამო თბილისს, დინამო არენაზე დაუპირისპირდა და უკეთესი ფეხბურთი აჩვენა. აღნიშნულ შეხვედრაში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და ქართული გუნდი თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
დადებითი სიტყვები შეგვიძლია ვუთხრათ დინამო თბილისის აკადემიას, რომელმაც გამორჩეულად დასამახსოვრებელი მატჩები შემოგვთავაზა, თუმცა ცალკე უნდა გამოვყოთ მე-3 ადგილისთვის შეხვედრაც, რომელიც სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ხარისხით ვერ გამოირჩა. დინამო თბილისი უოტფორდის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0:1), როცა ჯგუფის მატჩში, ინგლისურ გუნდს დამაჯერებლად მოუგო და 3 უპასუხო გოლი გაუტანა (3:0).
დარასელიას თასის გათამაშებაში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა: დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი (იტალია), უოტფორდი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი) და გალათასარაი (თურქეთი).
ტურნირზე დაკავებული ადგილები:
მე-6 ადგილი: გალათასარაი (თურქეთი);
მე-5 ადგილი: ლოკომოტივი (თბილისი);
მე-4 ადგილი: დინამო (თბილისი);
მე-3 ადგილი: უოტფორდი (ინგლისი);
მე-2 ადგილი: ვალენსია (ესპანეთი);
თასის გადაცემის ცერემონიალამდე, პოზიციების მიხედვით გამორჩეულ ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები: დინამო თბილისის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ძმებმა არველაძეებმა და ვლადიმერ გუცაევმა გადასცეს. ზარაფხანასა და ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient-ის თანამშრომლობით შექმნილი მედალი კი, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, დარასელია თასი 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელმა, მარკ მარტინესმა მიიღო, რომელიც ვალენსიას წარმოადგენდა.
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ტაიმი 35 წუთს გრძელდებოდა (გარდა ფინალისა, ტაიმი: 40 წუთი). გათამაშების არსებობის განმავლობაში პირველად, მატჩები სრულად ბუნებრივსაფარიან მოედნებზე იმართებოდა: ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და საგურამოში, ს.კ ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე. ½ ეტაპის მატჩებისა და ფინალის მასპინძელი დინამო არენა იყო.
ტურნირის ფორმატი: გუნდები A და B ჯგუფში ნაწილდებიან, პირველადგილოსნები ნახევარფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინული პრინციპით (A2-B3; B2-A) ერთმანეთს მეოთხედფინალში უპირისპირდებიან. მეოთხედფინალის გამარჯვებულები ბრძოლას თასისთვის განაგრძობენ, დამარცხებულები კი ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში ხვდებიან. ჩატარდება მე-3 ადგილისთვის შეხვედრაც.
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და რუსთავი დაუპირისპირდნენ. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ეს მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტდა, რაც თამაშის მიმდინარეობაზეც აისახა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 55-ე წუთზ…
რამდენიმე დღის წინ, ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი სურვილი დიდ გუნდში, თუნდაც ბარსელონაში თამაშია და ამისთვის მზად არის. მის ამ კომენტარს ვილიარეალის თავკაცი ინიგო პერესი გამოეხმაურა და მიქაუტაძეზე ისაუბრა. „მგონია, რომ გიორგის შემთხვე…
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მატჩი დარმშტადტსა და ჰაიდენჰაიმს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ძირითად შემადგენლობაში იყო ჰაიდენჰაიმის ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბუდუმ თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გ…
ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "დინამო არენაზე" შედგა, სადაც დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ დინამო ჩემპიონობისთვის იბრძვის, ტორპედო კი ფაქტობრივად უმოტივაციოა, ქართულ კლასიკოს ყოველთვის დიდი ინტერესი აქვს. შეხვედრაში ანგარიში ს…
ცოტა ხნის წინ, ერთა ლიგის წილისყრა დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდა ცნობილი. B დივიზიონში დასარჩენ ფლეი-ოფის მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს. მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე ფლეი-ოფი გასულ წელსაც ვითამაშეთ, როცა სომხეთს დავუპირისპირდ…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს წინ პლეი-ოფი ელის, რომელიც 2027 წლის მარტში გაიმართება. რამაზ სვანაძის გუნდმა მეორე ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და A დივიზიონში გადასვლა ვერ მოახერხა, თუმცა B ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. დღეს გამართულმა წილისყრ…