საფეხბურთო კლუბ თელავში სიახლეებია. საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდიდან 56 წლის სომეხი მთავარი მწვრთნელი, არმენ ადამიანი წავიდა. მასთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა თანაშემწეებიც: არტაშ ადამიანმა და ალბერტ საფარიანმა.
ინფორმაცია კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.
მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, 23 ტურის შემდეგ, თელავს 23 ქულა აქვს და სატუნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს, რაც ფლეიაუტის ზონაა. სომეხი მთავარი მწვრთნელის გუნდმა 5 შეხვედრა მოიგო, 8 მატჩი ფრედ დაასრულა, 10 შემთხვევაში კი დამარცხდა. თელავმა 17 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 23 გოლი მიიღო.
ბოლო დროს, თელავის მენეჯმენტი არჩევანს უცხოელ მწვრთნელებზე აკეთებდა. არმენ ადამიანამდე, კახური გუნდი რუსმა ოლეგ ვასილენკომ, 2024 წლის იანვარში ჩაიაბარა, თუმცა თელავში მისი მუშაობა ხანმოკლე აღმოჩნდა. დანიშვნიდან დაახლოებით 5 თვეში, გუნდი დატოვა და ის არმენ ადამიანმა, 2024 წლის მაისში შეცვალა, თუმცა თელავში არმენ ადამიანის მუშაობა ოლეგ ვასილენკოზე კიდევ უფრო მოკლე პერიოდს - 4 თვეს გაგრძელდა.
თელავის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ თელავის ფოტო