დანიელ მალდინი მონცას ტოვებს — ცნობილია სად გააგრძელებს იტალიელი კარიერას

მას შემდეგ, რაც ადემოლა ლუკმენმა მძიმე ტრავმა მიიღო, ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ახალი შემტევის დამატებაზე დაიწყო მუშაობა. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა არჩევანი დანიელ მალდინიზე შეჩერდა.
მხარეებს შორის დაახლოებით €13-14 მილიონიანი გარიგება შედგა, საიდანაც მილანიც იხეირებს — "როსონერი" ამ ტრანსფერიდან 50%-ს, ანუ €6.5-7 მილიონს მიიღებს.














