ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ, - რატი იონათამიშვილი პარალიმპიურ სკანდალზე

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყონებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს.
5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან.
დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარა ათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე გიგა ოჩხიკიძემ პარაბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა, თუმცა დაჯილდოების ცერემონია არ შემდგარა, ირანელთა და მოროკოელთა პროტესტი დაკმაყოფილდა და ქართველის შედეგი გაუქმდა.









