ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას ოფიციალურად დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელი უახლოეს საათებში ჩიკაგო ფაიერთან კონტრაქტს გააფორმებს და ახალ თავგადასავალს დაიწყებს.
"მოუთმენლად ველოდები, რომ ვნახო, როგორი დონეა იქ. (MLS-შ). ვნახე, რომ იქ ბევრი კარგი ფეხბურთელი გადავიდა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის წარმოუდგენელი გამოცდილება იქნება ლევანდოვსკისთან ერთად თამაში, ფეხბურთელთან, რომელსაც ასეთი ხარისხი და ასეთი კარიერა აქვს. ის ყველაფერში დამეხმარება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში. ძალიან მიხარია, რომ მის გვერდით ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს.
მადლობა კრაიოვას! მან ცხოვრებაში ბევრი შესაძლებლობა მომცა. აქ ბიჭი ჩამოვედი და კაცად მივდივარ. ეს ლამაზი ისტორია იყო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრებაში არასდროს იცი, რა მოხდება. შესაძლოა, ერთ დღეს აქ დავბრუნდე", - განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა Prima Sport-თან.



















