ევროპული გავლენიანი გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ჩელსი და ბაიერნი ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ. საუბარია
კრისტოფერ ნკუნკუსა და
მატის ტელიზე. კლუბებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ასევე მოლაპარაკებები დაწყებულია ფეხბურთელების აგენტებთანაც.
როგორც მატის ტელი, ისე კრისტოფერ ნკუნკუც სათამაშო დროით უკმაყოფილოა, შესაბამისად ფეხბურთელები ამ გარიგებაში მონაწილეობაზე სერიოზულად ფიქრობენ. ბაიერნი ახალ შემტევ ნახევარმცველს ეძებს, ხოლო ჩელსი ახალ ფორვარდს. გავრცელებული ინფორმაციით, ნკუნკუმ ბაიერნში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა.
უახლოეს დღეებში ამ პოტენციურ გაცვლასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.