ბუნდესლიგის 22-ე ტურში, ჰაიდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე მორიგი მარცხი განიცადა. ფრანკ შმიდტის გუნდი მაინცთან უშანსოდ, 0-2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა. ჰაიდენჰაიმი 22 ტურის შემდეგ, 14 ქულით, მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბრურთელმა ბუდუ ზივზივაძემაც, რომელსაც ჰაიდენჰაიმში ტრანსფერის შემდეგ, გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია.
პრობლემებია ბუდუს ყოფილ გუნდშიც — კარლსრუემ ბოლო 5 მატჩიდან ხუთივე წააგო და საპლეი-ოფო ზონას, საგრძნობლად დაშორდა. კრისტიან აიხნერის გუნდი 30 ქულით, მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
22-ე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, კარლსრუეს ფანები ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმში ტრანსფერს სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე კიდევ ერთხელ გამოუხმაურნენ:
"იანვარში მისი ტრანსფერი არაფერში ეწერა. გადავიდა გუნდში, რომელიც ბუნდესლიგა 2-ში ქვეითდება? ამას მოხერხება უნდა..."
"მისი ტრანსფერით როგორც საკუთარი კარიერა, ისე კარლსრუეც დააზარალა"
"ზივზივაძის ჰაიდენჰაიმში ტრანსფერი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა"
"გასაგებია, რომ კარლსრუემ მასში სატრანსფერო თანხა აიღო, მაგრამ ამ თანხით გუნდი არ გაძლიერებულა. პრობლემები აქვს თავად ბუდუსაც ბუნდესლიგაში, რომელსაც გოლი ამ დრომდე არ გაუტანია. ეს ტრანსფერი არც ერთი მხარისთვის არ იყო მომგებიანი"
"ბუდუ ძალიან მიყვარს, მაგრამ ჰაიდენჰაიმში გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა"