საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის ბოლო საშინაო მატჩს 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.
აღნიშნულ მატჩს ინგლისელი არბიტრები მოემსახურებიან. შეხვედრას ინგლისის პრემიერლიგის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი, 39 წლის კრის კავანა გაუძღვება, რომელსაც ასისტენტობას ლი ბეტსი და ნილ დევისი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი სემ ბაროტი იქნება.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ უკრაინასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო, ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება, რომელიც წლის დასკვნითი შეხვედრაა.
16 ნოემბერს, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი აჭარაბეთ არენაზე 21:00 საათიდანაა დაგეგმილი.
შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი კი დაგეგმილი საქართველოს პირველ არხზეა.