როდრი ერნანდესმა სამი საყვარელი ფეხბურთელი ჩამოთვალა. 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა დაასახელა ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა. ესპანელმა შუახაზელმა ფრანგ ლეგენდას უწოდა თავისი კერპი, თანამემამულე ფლეიმეიქერს კი გადაუხადა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან "ლა როხასთვის" გააკეთა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მანჩესტერ სიტის კაპიტანი რეალ მადრიდში გადასვლასთან არის ახლოს. როგორც ცნობილი ხდება, გადასვლის სურვილი თავად 30 წლის შუახაზელმა გამოთქვა.
Rodri: "My three favorite players of all time? Zidane, then, I consider him the best player of all time Lionel Messi, and Iniesta." 🇪🇸 pic.twitter.com/C0vQ55SAlH
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) July 29, 2026












