როცა ყველა არტემ დოვბიკს ატლეტიკო მადრიდში ელოდებოდა, სიტუაცია თავიდან ბოლომდე დანიელე დე როსიმ შეცვალა! მას შემდეგ, რაც რომას ლეგენდა უკრაინელ ფორვარდს დაუკავშირდა, სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ფეხბურთელმა ჩოლო სიმეონეს გუნდს უარი უთხრა — მეტროპოლიტანოზე ტრანსფერი გამოირიცხა, 27 წლის ფეხბურთელი კარიერას იტალიურ გუნდში გააგრძელებს! მხარეებს შორის თითქმის €40 მილიონიანი გარიგება შედგა, დოვბიკი კი "ჯალოროსისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
არტემს ჟირონაში 2023/24 სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოუვიდა — 39 თამაში, 24 გატანილი გოლი და 10 საგოლე გადაცემა, ახლა კი ფეხბურთელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება.
რომას სპორტული დირექტორი ესპანეთში იმყოფება, საიდანაც უახლოეს საათებში დოვბიკთან ერთად იტალიის დედაქალაქში გაემზგავრება.