პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველივე საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარასპორტსმენბმა მედალი მოიპოვეს. დღეს ასპარეზობაში ქართველთაგან პარატაეკვონდოისტები ჩაერთნენ და ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე გახდა.
მედლისთვის გამაწყვეტ შეხვედრაში - 52 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ეგვიპტელ სალმა ალი აბდ ალ მონემ ჰასანს დაუპირისპირდა, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ოქროს რაუნდში პარასპორტსმენებმა ქულა ვერ აიღეს და მსაჯების გადაწყვეტილებით, ანა ჯაფარიძე გამარჯვებული გახდა და ჩვენ ქვეყანას მედალი მოუტანა.
ქართველებს პარალიმპიურ თამაშებზე აქამდე 1 ოქროს და 3 ვერცლის მედალი ჰქონდათ მოპოვებული შსაბამისად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი ბრინჯაოა პარალიმპიურ თამაშებზე.

ანამ პარალიმპიური თამაშების საწყის შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ არიანა პაოლა აგუილა რამოსს დამაჯერებელად, 22:2 მოუგო. მეოთხედფინალში თურქ, პეკინის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს, მერიენ ბელუთ ჩავდარს დაძაბულ ბრძოლაში 7:6 სძლია. ნახევარფინალში ირანელ ზაჰრა რაჰიმთან 6:0 წააგო.
დღეს ქართველთაგან პირველი პარალიმპიურ თამაშებში პარატაეკვონდოისტი ლია ჩაჩიბაია (-47 კგ.) ჩაერთო. ქართველი პირველ შეხვედრაში მოროკოელ ნაუალ ლარიფის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 11:12 წააგო.
ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.
30 აგვისტოს ქართველთაგან პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ.), ვლადიმერ ჭინჭარაული - პნევმატიკური შაშხანიდან სროლა სადგამით 10 მეტრზე, შუბის სროლაში კი პარამძლეოსნი დავით ქავთარაძე იასპარეზებენ.
ანა ჯაფარიძე პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობის განრიგი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე



















