გავლენიანი იტალიური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — ალისონ ბეკერსა და იუვენტუსს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა, 33 წლის ბრაზილიელ მეკარეს კარიერის გაგრძელება ტურინულ გრანდში სურს, თუმცა ტრანსფერის განხორციელებამდე ჯერ მაინც ძალიან ადრეა.
როგორც ცნობილი ხდება, ბოლო სიტყვა ლივერპულის ხელმძღვანელობაზე იქნება და მათი ამჟამინდელი პოზიცია ცნობილია - "ალისონ ბეკერი არ იყიდება!"
მერსისაიდულ კლუბში ფიქრობენ, რომ ბრაზილიელი მეკარის გაშვება სწორი ნაბიჯი არ იქნება, რადგან ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე 3 ლიდერის დაკარგვა გუნდს დააზარალებს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მო სალაჰი და ენდი რობერტსონი ლივერპულს ოფიციალურად დატოვებენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ალისონ ბეკერს გუნდის გამოცვლა სურს, დიდი შანსია ლივერპულში გადაწყვეტილება შეცვალონ და 33 წლის მეკარე იტალიაში მაინც გაუშვან.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ალისონ ბეკერის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. დღევანდელი მოცემულობით, ბრაზილიელის იუვენტუსში ტრანსფერის ალბათობა 50/50-ზეა.















