დადასტურებულად — ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკუ ნიუკასლისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ვინგერის ენტონი გორდონის აგენტს შეხვდა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს!
გავლენიან ესპანურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანა" 25 წლის ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება, თუმცა მისი დამატება მარტივი ნამდვილად არ იქნება.
რამდენიმე კვირის წინ როგორც გაცნობეთ, ენტონი გორდონის ტრანსფერზე ბაიერნი მუშაობს და ინგლისელი ვინგერი ვენსან კომპანისთვის #1 სამიზნეა. გერმანული კლუბი მომდევნო სეზონისთვის ახალ შემტევს ეძებს, ნიუკასლის მოთამაშე კი "რეკორდმაისტერისთვის" იდეალური კანდიდატურაა.
"კაჭკაჭები" ენტონი გორდონს დაახლოებით €65/70 მილიონად აფასებენ, რაც ბარსელონასთვის საკმაოდ დიდი თანხაა, ბაიერნისთვის კი როგორც ჩვენთვისაა ცნობილი მისაღებია.
ბარსელონაში ენტონი გორდონის გარდა ვინგერის პოზიციაზე სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ, მათ შორის აბდე ეზალზულისაც. 24 წლის მაროკოელი ფეხბურთელი ბეტისში სწორედ "ბლაუგრანადან" გადაბარგდა და მას კლუბში კარგად იცნობენ. რაც შეეხება მარკუს რაშფორდს, სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა და დიდი შანსია ინგლისელმა შემტევმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური კლუბი დატოვოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონას პოტენციურ ტრანსფერეზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















