საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა 2025 წლის პირველი ტურნირი წარმატებულად დაიწყო. 6 მედალი მოიპოვეს ქართველმა პარამოფარიკავე გოგეობმა ბრაზილიის ქალაქ სან-პაოლოში გამართულ მსოფლიო თასზე.
ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცაზადიშვილი სამშობლოში 6 მედლით ბრუნდებიან.
შეჯიბრის პირველ დღეს პირველი ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში, (B კატეგორია) მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ქართული ფინალი შედგა. ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილს 15:8 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა, შესაბამისად, გვანცა ზადიშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
რაც შეეხება რაპირით ფარიკაობას, ირმა ხეცურიანმა და გვანცა ზადიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა.
ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედლები მოიპოვეს
ირმა ხეცურიანი: ყველაფერი შესაძლებელია, თუ არ გავჩერდებით და არ მოვდუნდებით
ნინო თიბილაშვილი: დაჯილდოებაზე ყოველთვის ცრემლიანი თვალებით დამინახავთ ...



















