კემპი Georgian Sport Management Group-ის ორგანიზებით შედგება და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ფეხბურთელებს გააერთიანებს. საწყის ეტაპზე საუბარია: 2007, 2008, 2009 და 2010 წელს დაბადებულ მოზარდებზე, თუმცა დაინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ასაკობრივ სეგმენტს 2011 და 2012 წელს დაბადებული ფეხბურთელების კატეგორია მიემატოს.
წინასწარი ინფორმაციით, კემპი, რომელიც 5-დღიანი იქნება, 375 ევრო ეღირება, თუმცა პროექტის დამუშავების პროცესიდან გამომდინარე, არის ალბათობა, ფასი მკვეთრად შემცირდეს.
რამდენი მწვრთნელი ეყოლება კემპს ატლეტიკოს აკადემიიდან და რამდენი მონაწილე შეირჩევა, ამას რეგისტრირებული მოზარდების რაოდენობა განსაზღვრავს.
უკვე ხელმისაწვდომია კემპის ოფიციალური ვებგვერდი - gsmg.ge, სადაც როგორც ფეხბურთელის წინასწარ რეგისტრაციას შეძლებთ, ასევე კემპთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გაეცნობით.













