ლანჩხუთმა მეტოქესთან ორივე ტაიმი წააგო: ორი გოლი პირველივე ტაიმის მიწურულს, დაახლოებით 6 წუთის ინტერვალში გაუშვა, მეორე ნახევარში ტაბლოზე ნაჩვენები ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, მესამე ბურთი 82-ე წუთზე მიიღო (3-0).
ნომინალური მასპინძელი ალბანური გუნდი იყო, თუმცა მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა.
მატჩების მასპინძელი საქართველო გახლავთ. ქუთაისის პარალელურად წყალტუბოში, შეხვედრა ავსტრიული სტ.პოლტენსა და ბაქოს ნეფთჩის შორის მიმდინარეობდა, რომელიც ვლაჟნია-ლანჩხუთის წყვილში გამარჯვებულების მეტოქეს არკვევდა. დაპირისპირება ავსტრიული გუნდის სრული დომინირებით წარიმართა, რომელმაც ბაქოს ნეფთჩის 5 უპასუხო გოლი გაუტანა (5-0).
გათამაშების ფორმატის მიხედვით, ფინალურ ეტაპზე ვლაჟნიასა და სტ.პოლტენის შეხვედრას ვიხილავთ. მატჩს კვლავ საქართველო, 7 სექტემბერს უმასპინძლებს.



















![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)