ევროპის ჩემპიონატის მზადების პროცესში, რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქეთშია და ამხანაგურ მატჩებს მართავს. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა ასევე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების, ფინეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 2-4 გაიმარჯვა.
ფინეთმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით, 24-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო, თუმცა რამაზ სვანაძის გუნდმა რადიკალურად განსხვავებული მეორე ტაიმი გვიჩვენა: მეტად გააქტიურდა და მომენტების რეალიზაცია შეძლო. აღსანიშნავია, რომ 10 წუთში 3 გოლი გავიტანეთ: 50-ე წუთზე, საკუთარი შანსი ჯერ საბა ხვადაგიანმა გამოიყენა, რასაც 56-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის გოლი მოჰყვა, 60-ე წუთზე კი საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან ჩაახვია. 68-ე წუთზე ფინეთმა გაიბრძოლა და ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა გოლს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, გოლით უპასუხა და 88-ე წუთზე, ამჯერად, ფინეთს ოთარ მამაგეიშვილმა გაუტანა.
ამხანაგური მატჩი: ფინეთი 2-4 საქართველო
25 მარტს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.
აღნიშნული მატჩით, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში დაგეგმილი ამხანაგურების ციკლს დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთის 8 ქალაქის 8 სტადიონზეა დაგეგმილი. უშუალოდ ჩვენი ნაკრები მატჩებს 8 ქალაქიდან 2-ში: პოლონეთისა (11ივნისი) და საფრანგეთის (14 ივნისი) წინააღმდეგ - ჟილინაში, ხოლო პორტუგალიის (17 ივნისი) წინააღმდეგ - ტრენჩინში გამართავს.
⭕შენიშვნა: მასალა შეიცავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოს
გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელი გახდა. კლუბმა ის პირველივე ტურში განაცხადში შეიყვანა და ბილბაოსთან სათადარიგოთა სკამზე იყო. ესპანური გამოცემა Marca ქართველი ნახევარმცველის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. პირველი დღეები სევილიაში: "ჩემმა თანაგუნდელებმა და მთლიანამ გუნდმა ყველაფე…
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამართული შეხვედრა რენსა და პსჟ-ს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ, ლუის ენრიკემ მოედნიდან გუნდის ლიდერები ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე გაიყვანა. "ასეთია ფეხბურთი. პსჟ-ს არაფერი მოუგია, საერთოდ არაფერი! ჩვენ არაფერი გაგვაჩნ…
იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი დაიწყო. ახლადდაბრუნებული ფროსინონე საკუთარ მოედანზე იუვეტუსს დაუპირისპირდა. ტურინელები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ, რაც შედეგშიც აისახა, ბრემერის ერთადერთი გოლით იუვენტუსმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო. ძირითად შემადგენლობაში იყო ფროსინონეს ქართვ…
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა მადრიდის ატლეტიკოსა და ვილიარეალს შორის საკმაოდ საინტერესო გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი პუბილიმ 59-ე წუთზე გამოიჩინა, მორენომ ანგარიში პენალტით მალევა გაათანაბრა. ატლეტიკოს კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინ…
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ორი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ორივე მატჩი საკმაოდ დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა. სპაერი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. პირველივე წუთზე ანგარიში იმერლებმა გახსნეს. კოხრეიძემ მე-11 წუთზე გაათა…
ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. სევილიამ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €5.5 მილიონი გადაიხადა, ქოჩორაშვილმა კი ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახლოვდება ოქროს ბურთის დაჯილდოება, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. ფავორიტებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც...მართალია, მუნდიალზე თამაშის გარეშე, მაგრამ იდეალური სეზონით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. საფეხბურთო სამყაროში ავლებენ პარალელს ქართველ ვინგ…