აქამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მსგავსი მიღწევა არ ჰქონია, რადგან 2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები მასპინძლის სტატუსით მოხვდა.
წილისყრამ გამოარკვია, რომ ისტორიულ პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება. ჩვენი გუნდი ხორვატიის წინააღმდეგ პირველ მატჩს 15 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, ხოლო 19 ნოემბერს სტუმრად, ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩავა.
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

15 ნოემბერს, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხზე 19:00 საათიდან დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი TKT.GE-ზეა.













