ევროპის ჩემპიონატის მზადების პროცესში, რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შეკრება თურქეთში გაიარა და 2 ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა ასევე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების, ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით - 2-4 გაიმარჯვა, ხოლო მეორე შეხვედრაში სერბეთს, ანგარიშით -1-3 მოუგო.
თურქულ შეკრებაზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 7 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.
სერბეთთან მატჩში, რომელიც ახლახანს დასრულდა, ანგარიში გაბრიელ სიგუამ გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს თორნიკე მორჩილაძის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. მეორე ტაიმში, შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერილი გიორგი იაკობიძემ დაუსვა.
აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ მატჩებში, რამაზ სვანაძემ დრო მარტის შეკრებაზე გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს მისცა. ფინეთთან შეხვედრა სრულად ლუკა ხარატიშვილმა ჩაატარა, ხოლო სერბეთთან მატჩის პირველ ტაიმში, ჩვენი გუნდის კარს ლევან თანდილაშვილი იცავდა, რომელიც მეორე ნახევარში მიხეილ მაქაცარიამ შეცვალა.
აღნიშნული შეხვედრით, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში დაგეგმილი ამხანაგურების ციკლი დავასრულეთ.
შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, სლოვაკეთის 8 ქალაქის 8 სტადიონზეა დაგეგმილი. უშუალოდ ჩვენი ნაკრები მატჩებს 8 ქალაქიდან 2-ში: პოლონეთისა (11ივნისი) და საფრანგეთის (14 ივნისი) წინააღმდეგ - ჟილინაში, ხოლო პორტუგალიის (17 ივნისი) წინააღმდეგ - ტრენჩინში გამართავს.
ტურნირის დებულების მიხედვით, 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდა და 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გარდა, პლეიოფის გავლით, ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი და ფინეთი გავიდნენ. ასევე, ევრო 2025-ზე ითამაშებენ: სლოვაკეთი (მასპინძელი), დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ტიტული ბათუმში ჩაიბარა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.
21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბილეთების საფასური 12 და 15 ევროა. ბილეთების შეძენა შესაძლებელი ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზეა. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურის გავლა, შემდეგ კი სასურველი ადგილისა და კატეგორიის ბილეთის შერჩევა.
შენიშვნა: მასალა შეიცავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოს
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩვენმა ნაკრებმა 72-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგეხსე…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა…
23 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს. მოგეხსენებათ, გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. გაგნიძე დინამო მოსკოვიდან იჯარის წესით ურალში, რა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბოლო სანაკრებო პაუზას აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ეს არ არის ის შედეგი და ის თამაში, რაც ყველას გვინდა. ვიცი, რომ ყველას გვინდა ისევ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც სიამაყეს და სიხარულს გვანიჭებდა…
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს. ოქროს ბურთთან დაკავშირებით კვარაცხელიას მიმართ ჯერ სიფრთხილეა საჭირო. რაც ამ მოთამაშეში ყველაზე მეტად მომწონს, მისი აგრეს…