გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილიც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.
25 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასმა Transfermarkt-ზე 2 მილიონით მოიმატა და €12 მილიონი გახდა.
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 15 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში დასაბრუნებელ პლეი-ოფს თამაშობს, სადაც მეტოქე ნიცაა. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 29 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.














