ოქტომბრის სანაკრებო პაუზა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის გამოდგა წარუმატებელი - ორი მარცხი, ნული გატანილი გოლი და დაკარგული პირველი პოზიცია ჯგუფში. განვიხილოთ, თუ რატომ და როგორ წააგეს "ჯვაროსნებმა" ზედიზედ 2 მატჩი. ცნობისთვის, ერთა ლიგაზე ასპარეზობის პერიოდში, მსგავსი ცუდი შედეგი ჩვენს ნაკრებს არასდროს დაუფიქსირებია.
უკრაინა უხერხულ მეტოქედ დარჩა
უკრაინა არის მოწინააღმდეგე, რომელთანაც "თეთრ-წითლებს" უბრალოდ კატასტროფული სტატისტიკა აქვთ. თავად განსაჯეთ - 10 შეხვედრა, 0 გამარჯვება, 3 ფრე და 7 წაგება. სლავებთან დაფიქსირებული შედეგი შეედრება მხოლოდ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან არსებულ უსიამოვნო სტატისტიკას: 2 ფრე და 9 მარცხი.
საქართველოს ჰყავდა მსგავსი კიდევ ერთი უხერხული მოწინააღმდეგე - საბერძნეთი, რომელთანაც მარტში გამართულ შეხვედრამდე გამარჯვების გრაფაში ნული ეწერა. "ელადელებთან" პლეი-ოფში მოგებით, "ჯვაროსნებმა" ერთი უხერხული მეტოქე ჩამოიტოვეს, "ლურჯ-ყვითლები" კი სამწუხაროდ კვლავ გადაულახავ ბარიერად დარჩნენ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჩვენი ნაკრების ფავორიტობის შესახებ საუბრობდა აბსოლიტურად ყველა. გულშემატკივრები "ზბირნასთან" ორ თამაშს განიხილავდნენ როგორც დაგეგმილ ექვს ქულას, რაც მცდარი მოსაზრება იყო. გარანტირებული ფავორიტის სტატუსმა "თეთრ-წითლებს" მისცა არა თავდაჯერება, არამედ ზეწოლა.
ობიექტურად, ვილი სანიოლის გუნდი ფავორიტი სულაც არ იყო. გასაგებია, რომ სერგეი რებროვმა ჩააგდო განვლილი ევროპის ჩემპიონატი, მისი გუნდი ვერც ერთა ლიგაზე ბრწყინავდა და საქართველოსთან მატჩში მათ არ ჰყავდათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მეტოქე წაგებაზე განწირული იყო.
როგორ შეიძლება იყოს მარცხზე განწირული ის მოწინააღმდეგე, რომელთანაც 10 შეხვედრაში ერთი გამარჯვებაც არ გაქვს?! დიახ, "ჯვაროსნები" ნამდვილად არ იმსახურებდნენ წაგებას და თანაბარი თამაშის გათვალისწინებით, ფრე იქნებოდა ლოგიკური შედეგი, მაგრამ არც მარცხია რაღაც კატასტროფული და ფატალური.
არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებაში ხელი შეუშალა მოედნის საფარმა, რომელიც მართლაც იყო ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ უკრაინაც ხომ ანალოგიურ პირობებში თამაშობდა. ვერ ვიტყვით, რომ "ლურჯ-ყვითლებთან" მატჩი ჩააგდო რომელიმე კონკრეტულმა მოთამაშემ, ეს იყო უბრალოდ წაგება, ხდება ხოლმე.
წარუმატებელი ექსპერიმენტი ალბანეთთან
თუ სლავების გუნდი რჩება უხერხულ მოწინააღმდეგედ, ალბანეთთან მიმართებაში არის სრულიად საპირისპირო რამ - 17 შეხვედრა და ყველაზე მეტი, ცხრა მოგება. თუ "ზბირნასთან" მიმართებაში "თეთრ-წითლების" ფავორიტობა იყო გაბუქებული, "არწივებთან" ყველაფერი ნამდვილად ადეკვატურობის ფარგლებში იყო.
დიახ, სანიოლის გუნდი იყო ფავორიტი და გამარჯვების მოპოვების ყველა წინაპირობაც არსებობდა. გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა ნამდვილად დიდი დანაკლისია, მაგრამ წესით, არა ისეთი, რომ ყველაზე "სასურველ მეტოქესთან" შინ მატჩს აგებდე. ბალკანელებთან თამაშში ვიხილეთ ფრანგი დამრიგებლის ექსპერიმენტი, რომელმაც არ გაამართლა.
ვილიმ ლევანტეს ნახევარმცველის არყოფნით შეცვალა ტაქტიკა და უჩვეულო 4-4-2 შემოგვთავაზა. ნახევარდაცვის ცენტრალურ ნაწილში ვიხილეთ ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტი: კრეატიული და ტექნიკური მოთამაშეები, რომლებსაც უკან აუცილებლად სჭირდებათ დაცვითი ფუნქციებით დატვირთული შუახაზელი.
"შავ-წითლებთან" შეხვედრაში კი ასეთი ნახევარმცველი მოედანზე არ ყოფილა. თუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის ორი ცენტრალური ნახევარმცველით თამაში იყო აუცილებლობა, ერთ-ერთი მათგანი ასევე აუცილებლად უნდა ყოფილი ე.წ. "ჩამშლელი" ან "ექვსიანი", რაც გნებავთ, ის უწოდეთ.
არსებობდა უფრო მარტივი გამოსავალიც - ჩვეული ტაქტიკის დატოვება და მხოლოდ ქოჩორაშვილის ჩანაცვლება სხვა ნახევარმცველით. მსგავსი რამ "ჯვაროსნების" ახალ ეპოქაში უკვე მოხდა, თანაც პირდაპირ ევრო 2024-ზე, როდესაც გუნდს გამოაკლდა კიტეიშვილი, რომლის ნაცვლადაც ანზორ მექვაბიშვილმა ითამაშა.
კრაიოვას ნახევარმცველს ნამდვილად არაფერი გაუფუჭებია და რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ახალი შუახაზელის ინტეგრირება?! ერთი სიტყვით, სანიოლის ორ ნახევარმცველიან სუპერ შემტევმა ტაქტიკამ არ გაამართლა, რის შედეგადაც ჯგუფში ჩამოვქვეითდით, მაგრამ ცხადია, დაკარგული არაფერია.
ქართულ ელ კლასიკოდ წოდებული მატჩი დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ხოლმე, წელს კი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებით დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, წაუგებელი სერია აქვთ და ჩემპიონობის…
La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება. მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლ…
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, ფორმაში შედის და რომის მასტერსზე წარმატებით იასპარეზა. ბასილაშვილმა1/8 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, სადაც მსოფლიოს მე-14 ჩოგანს ანდრეი რუბლევს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ახლოს იყო მოგებასთანაც, თუმცა პირველი მოგებუ…
La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება. მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლ…
მადრიდის რეალისთვის 2025/2026 წლების სეზონი კატასტროფული გამოდგა. მწვრთნელების ცვლა, შიდა არეულობა და შედეგად, ნული ტიტული. განვიხილოთ დეტალურად, თუ როგორ დაეცა "სამეფო კლუბი", რამ განაპირობა აღნიშნული პრობლემები და რა უნდა იყოს გამოსავალი... ჩაბი ალონსო - მწვრთნელი, რომლის სისტე…
ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ტურნირისკენაა მიმართული - ბევრი გოლი, დაძაბულობა, მოგების წყურვილი. ამ ყველაფერის მთავარი მოქმედი პირი კი ქართველია. ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს გაოცებას არ წყვეტს. თუ აქამდე კვარას ჯადოქრობებზე ნეაპოლელი და იტალი…
ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის პირველმა ნახევარფინალურმა მატჩმა ცხრაბურთიანი შოუ გვაჩუქა. ამ დაპირისპირებასთან ერთად, გავიხსენოთ სხვა ყველაზე უხვგოლიანი 1/2 ფინალური დუელები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში. აიაქსი 5:2 ბაიერნი | ამსტერდამელთა ჩემპიონთა ლიგის ბო…