რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, იან დიომანდე ლაიფციგიდან კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს! 19 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
რეალ მადრიდი დიომანდეს სანაცვლოდ დაახლოებით €115/120 მილიონს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელი სამეფო კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მიუხედავად იმისა, რომ დიომანდეს დამატებაზე პსჟ და ლივერპულიც სერიოზულად მუშაობდნენ, რეალ მადრიდის ინტერესის გამოჩენის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა სხვა ვარიანტი უკანა პლანზე გადაიტანა და მთავარ პრიორიტეტად მხოლოდ სამეფო კლუბში ტრანსფერი აქცია, ფლორენტინო პერესმა კი გარიგება რამდენიმე საათში დახურა.
რეალ მადრიდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და შემდეგი ფეხბურთელი, რომლის დამატებასაც ფლორენტინო პერესი გეგმავს, როდრია. სამეფო კლუბსა და ესპანელ ნახევარმცველს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო შემდეგი ეტაპი კლუბებს შორის ტრანსფერის პირობებზე საბოლოო შეთანხმებაა.


















