დადასტურებულად — ბეშიქთაში მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, რომლის დროსაც ეგვიპტელის აგენტმა თურქულ მხარეს ფეხბურთელის მოთხოვნები გააცნო. როგორც იწერება, 34 წლის ვინგერი ხელფასის სახით წელიწადში €15 მილიონამდე ითხოვს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სალაჰის ერთ-ერთი წარმომადგენელი სტამბოლში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის უახლოეს საათებში ახალი კონტაქტი შედგება.
შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰი ლივერპულს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. ეგვიპტელის დამატებას სხვა ევროპული კლუბებიც განიხილავენ, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერი ხდება. საქმეში MLS-ისა და საუდის არაბეთის კლუბებიც არიან, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერზე მხოლოდ ბეშიქთაში მუშაობს.















