UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასა და გასტინ გეიჯის მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. დაღესტნელი ქვესაშუალოწონოსანი თვლის, რომ მოგებასთან უფრო ახლოს იქნება ქართველი ჩემპიონი, ვიდრე მისი ამერიკელი მოწინააღმდეგე.
"ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გეიჯის ჩამოწერა არ ღირს. ის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ძველი მეომარია. თოფურიას უპირატესობა ასაკშია. მაყურებლებისთვის აღნიშნული ჩხუბი კარგი სანახაობა იქნება. ვფიქრობ, ბრძოლა ბოლომდე არ გასტანს და რაც შეეხება მოგებულს, ილიასკენ უფრო ვიხრები, ვიდრე ჯასტინისკენ", - განაცხადა კავკასიელმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი და ამერიკელი მებრძოლების საჩემპიონო დაპირისპირება ჩვენი დროით დაიწყება 15 ივნისს, 04:00 საათიდან. რაც შეეხება მათ უკანასკნელ ჩხუბებს, "მატადორმა" მოუგო ჩარლზ ოლივეირას, "ჰაილაითმა" კი პედი პიმბლეტს.

















