რეალ მადრიდის ისტორიაში ბევრი ხმაურიანი და ტოპ გარიგება შემდგარა. კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, გარეთ ბეილი, ედენ აზარი, ჯუდ ბელინგემი და ა.შ. — ბევრმა მათგანმა გაამართლა, ბევრის ტრანსფერი კი სრული ფიასკოთი დასრულდა, თუმცა ახლა ამ ტრანსფერებს არ გავიხსენებთ, არამედ მოგიყვებით იმ 6 თავისუფალ აგენტზე, რომლებიც რეალ მადრიდმა ბოლო წლებში დაიმატა.
ბერნდ შუსტერი
გერმანელი 1980-იანი წლების ბარსელონას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. მას ჰქონდა გამორჩეული შესაძლებლობები ფეხბურთში — გამოირჩეოდა ფიზიკური სიძლიერით, არაჩვეულებრივი დრიბლინგითა და ძლიერი დარტყმით, თუმცაღა, რთული ხასიათი მას ბევრ პრობლემას უქმნიდა.
1988 წლის 1 ივლისს, ბერნდ შუსტერმა ბარსელონა დატოვა და ყველასთვის მოულოდნელად, კარიერა რეალ მადრიდში გააგრძელა, თანაც ეს ტრანსფერი სამეფო კლუბმა სრულიად უფასოდ გაჩარხა. გერმანელმა რეალში 88 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 16 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
სტივ მაკმანამანი
1990-იანი წლების პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, 2000 წელს საფეხბურთო ენციკლოპედიებში იმით შეაბიჯა, რომ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი არაინგლისური კლუბის მაისურით მოიგო — 2002 წლის გაზაფხულზე, გლაზგოში, მაკმანამანმა მეორედ აღმართა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი.
სტივ მაკმანამანის კარიერა 2 ნაწილად იყოფა: 9 წელი ლივერპულში და რეალის შემადგენლობაში ჩატარებული 4 სეზონი. ენფილდ როუდზე მხოლოდ 2 თასი მოიგო, სანტიაგო ბერნაბეუზე კი 6.
დავიდ ალაბა
გამორჩეული ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელიც 2021 წელს ბაიერნიდან საკმაოდ მოულოდნელად რეალ მადრიდში გადაბარგდა, დღემდე ითვლება სამეფო კლუბის ერთ-ერთ ლიდერად. მძიმე ტრავმების მიუხედავად, 32 წლის ფეხბურთელი ამ დრომდე რეალის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება.
ანტონიო რუდიგერი
რეალ მადრიდის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი. ესპანურმა გრანდმა გერმანელი ცენტრალური მცველი ჩელსიდან სრულიად უფასოდ დაიმატა! იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სამეფო კლუბში 2022 წელს გადაბარგდა, ფეხბურთელმა უკვე მოასწრო და 143 მატჩი ჩაატარა, რასაც 8 ტიტულიც დაუმატა.
კილიან მბაპე
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხმაურიანი საგა, რომელიც რა თქმა უნდა რეალ მადრიდის სასიკეთოდ დასრულდა. 2024 წლის ზაფხულში შედგა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი, როდესაც კილიან მბაპე პსჟ-დან რეალ მადრიდში გადაბარგდა. ეს იყო ფრანგი ფეხბურთელის ახდენილი ოცნება, ფლორენტინო პერესმა კი მოახერხა და პარიზულ კლუბს ერთი ევროც კი არ გადაუხადა და ისე ჩაიგდო ფეხბურთელი ხელში.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
ინგლისელი ფეხბურთელის საგა დასასრულს უახლოვდება — ყველა გავლენიანი გამოცემა თუ ჟურნალისტი იმას ამბობს, რომ 26 წლის ფეხბურთელი კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სამეფო კლუბი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს 1 ივლისს ოფიციალურად წარადგენს!
იმის მიუხედავად, რომ ლივერპული ბოლო მომენტამდე მის შენარჩუნებაზე მუშაობდა, გამორჩეულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა არჩევანი ესპანურ გრანდზე შეაჩერა და ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა. დიახ, რეალ მადრიდი მორიგ თავისუფალ აგენტს უახლოვდება.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
4 მატჩი უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩააგდო და ის მოლოდინი, რაც ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა, ოდნავადაც არ გამართლდა, მხოლოდ 2 ქულა და ერთადერთი ნაკრები B ლიგაში ჩრდ.მაკედონიასთან ერთად, რომელსაც გოლიც კი არ გაუტანია. რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ასე…
იწყება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან. განვიხილოთ დეტალურად, როგორც ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, ისე ოპონენტებისაც. საქართველოს ნაკრების ამჟამინ…
20 სექტემბერს, 01:00 საათიდან ლოს ანჯელესში გაიმართება UFC 331, სადაც არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგება. განვიხილოთ, ამ ივენთის მთავარი დუელები. გიგა ჭიკაძე VS ჟოანდერსონ ბრიტო ორივე მებრძოლისთვის ეს არის პრინციპული ბრძოლა თავისი ადგილის გასამყარებლად და გამარჯვებების გზაზე დასაბ…
ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება - 26 ოქტომბერი, ლონდონ პალადიუმი, ადგილი, სადაც 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. წარმოგიდგენთ ბალონ დ'ორის მოგების 10 მთავარ კანდიდატს, რომელთა შორის ერთი ქართველიც გამოირია. ჯუდ ბელინგემი რატომ იმსახურებს - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონა…
მადრიდის რეალისა და მილანის ინტერის მატჩი ისტორიულ კონტექსტს მოკლებული არასდროს ყოფილა. ამ დაპირისპირებას ახსოვს ჩემპიონთა თასის 1963/64-ის სეზონის მთავარი შეხვედრა, რომელშიც "ნერაძურიმ" "სამეფო კლუბს" 3:1 მოუგო. ასევე სხვა გამორჩეული დუელები ევროთასების პლეიოფებში. სანტიაგო ბერნ…
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებიდან წავიდა. დაუვიწყარი მომენტებისგან შემდგარი ისტორია, რომელიც 20 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა. გავიხსენოთ ზოლებიან მაისურში შემოსილი ბიჭუნას 10 ნაბიჯი ფეხბურთის ღმერთობამდე. ტრიუმფი ახალგაზრდულ მუნდიალსა და ოლიმპიადაზე - პირველი ნაბიჯები მესის უფლე…