ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, იუვენტუსმა ორი გარიგება ოფიციალურად დაადასტურა. ტურინელებმა ლილიდან ედონ ჟეგროვა, ხოლო ლაიფციგიდან ლუის ოპენდა დაიმატეს!
"ბიანკონერიმ" კოსოვოელი ვინგერი დაახლოებით €20 მილიონად შეიძინა, ხოლო ბელგიელ ფორვარდთან 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
Ufficiale | Zhegrova è bianconero ⚪️⚫️
— JuventusFC (@juventusfc) September 1, 2025
Benvenuto Edon!
ედონ ჟეგროვა, რომ ლილის დატოვებას განიხილავდა, ამის შესახებ პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. განიხილებოდა ნაპოლიში ტრანსფერიც, როცა ანტონიო კონტემ ფეხბურთელის დამატება პირადად მოითხოვა, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. რამდენიმე დღის წინ კი საქმეში იუვენტუსი ჩაერთო და 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერიც მარტივად დაიხურა.
Ufficiale | Lois Openda è un nuovo giocatore della Juventus!
— JuventusFC (@juventusfc) September 1, 2025
Benvenuto in ⚪️⚫️
იმის მიუხედავად, რომ დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩა, იგორ ტუდორმა ახალი ფორვარდის დამატება მაინც მოითხოვა. მთავარი სამიზნე ზემოხსენებული რანდალ კოლო მუანი იყო, თუმცა პარი სენ-ჟერმენთან გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. შემდეგ გამოჩნდა ლუის ოპენდას კანდიდატურა, რომლის ტრანსფერის საკმაოდ მარტივად დაიხურა.
















