საქართველოში ახალი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. Next Gen Cup - ოქტომბერში ჩატარდება და შეჯიბრებაში 8-დან 11-წლამდე ფეხბურთელები ჩაერთვებიან.
ტურნირის პირველი ეტაპი დუშეთში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მცხეთა-მთიანეთის გუნდები მიიღებენ.
ეტაპობრივად, მთელი წლის განმავლობაში, ჩემპიონატი საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება და გამოვლინდება რეგიონების გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკში.
გამარჯვებულებს შორის კი ფლეი-ოფის სისტემით გამოვლინდებიან ჩემპიონები.
ტურნირის მიზანია მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს ფეხბურთში და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


















