საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ "ბათუმის თასი 2025" დაიწყო

მოთამაშეთა დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენ დაგვებადა კითხვა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლევან “ფაქო” გოგორელიანს დავუსვით: “რუსთავშიც და აქაც თამაშის უმაღლეს დონეს ვხედავთ. როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა რომელიმე მოთამაშეს იმის შანსი, რომ დაამარცხოს “კიბერ ლიგის” მონაწილე რომელიმე პრო?”
მან გვიპასუხა: “რა თქმა უნდა. ასეთი დონის ტურნირს როდესაც იგებ, ამარცხებ 256 ან 512 გეიმერს, შენც უკვე პრო ხარ. ამ ტურნირებში საპრიზო ადგილებს იგებს ის, ვინც ყოველდღე თამაშობს და ვარჯიშობს. სწორედ ამას აკეთებენ პროებიც. მესტიაში ძალიან საინტერესო ჯახი გველოდება!”
“ბათუმის თასი” 2 აპრილის ჩათვლით იმართება, ყოველდღიური სტატიები და დასკვნითი ფაზების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ აქ, LaGazzetta.ge-ზე.
















