საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალურ კიბერ ლიგას იწყებს

UEFA-სა და EA-ს გაიდლაინებს შესაბამისად, პროფესიონალური ლიგის ეს სეზონი ჩატარდება "ლიგის ფაზას" + "ფლეი-ოფის" ფორმატში. თორმეტივე მონაწილე ამ ტურნირში წარადგენს სხვადასხვა კლუბს.
პრეს-რელიზი ფორმატის შესახებ გვიამბობს:
“მოთამაშეები ლიგის ფაზის ეტაპზე გადანაწილდებიან 3 პოტში რეიტინგის მიხედვით, გამართავენ თითოეულ პოტთან 2 მატჩს, ჯამში 6 მატჩს.
ფლეიოფში გადავა 8 მოთამაშე, 3 მოთამაშე წარადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირზე, ხოლო გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს წარადგენს "ევროპის ჩემპიონატის" საკვალიფიკაციო ეტაპზე.”
თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მატჩებს საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ YouTube და Facebook გვერდებზე.














