
ოფიციალური მატჩების ზონის შესასვლელში ამაყად დგას ტურნირის თასი, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა, 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდის დიდ წილთან ერთად.

ორგანიზატორები – ბევრისთვის ცნობილი სახეები ლევან “ფაქო” გოგორელიანი და თემო მჟავია – ყველაფერს თავად აკონტროლებდნენ – მათთვის ასეთი დონის ტურნირის გამართვა დიდი ხნის ოცნება და მიზანი იყო.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიერ დასპონსორებული ტურნირის პირველი დღის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა – მატჩების უმრავლესობა ან დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში იმართებოდა (ერთ-ერთი მატჩი 19-18 ანგარიშით დასრულდა), ან ერთი მოთამაშის უპირობო გამარჯვებით მთავრდებოდა. აღსანიშნავია ისეთი შედეგები, როგორიცაა 16-1 და 17-3.

ტურნირის მთავარი დღე ხვალა არის – ის ტოპ 64-ით დაიწყება და ფინალით დასრულდება, რომლის ხილვასაც მაყურებელი ლაივ სტრიმის მეშვეობით მოახერხებს.
















