სიტაუცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა, ლენი იორო არა რეალ მადრიდში, არამედ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან არის ახლოს! მას შემდეგ, რაც ინგლისურმა კლუბმა ლილს €62 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, 18 წლის ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს უფრო და უფრო დაშორდა. მანჩესტერი ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტსა და საკმაოდ სოლიდურ ხელფასს სთავაზობს. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს რეალ მადრიდში თამაში სურდა, პერესმა ლილის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
იოროს, მის ოჯახის წევრებსა და აგენტებს უახლოეს საათებში, ინგლისში ელოდებიან. მანჩესტერმა კერძო თვითმფრინავის რეისი უკვე დაგეგმა - ტენ ჰაგის გუნდის სურვილია, ახალაგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ამ კვირაში გაიაროს და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმოს.
რეალ მადრიდი, დიდი ალბათობით, ახალ შეთავაზებას აღარ გააკეთებს, რადგან არ სურთ ისეთ ფეხბურთელში სოლიდური თანხის გადახდა, რომელიც ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი ხდება.
მანჩესტერი ჯოშუა ზირკზეს შემდეგ, მეორე ხმაურიან ტრანსფერს უახლოვდება!