რეალ მადრიდი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და როგორც ირკვევა, ტონი კროოსის შემდეგ, გუნდს კიდევ ორი ვეტერანი ფეხბურთელი დატოვებს, საუბარია ნაჩო ფერნანდესსა და ხოსელუზე. ანჩელოტის ორივე მათგანის შენარჩუნება სურდა, თუმცა ფეხბურთელებმა დარჩენაზე უარი განაცხადეს.
ნაჩო კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ ალ-ქადისიაში გააგრძელებს. 34 წლის ესპანელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება. ნაჩო რეალში 23 წლის განმავლობაში ირიცხებოდა და ამის გამო, სხვა ევროპულ გუნდში თამაში არ სურდა.
რაც შეეხება ხოსელუს, 34 წლის ფორვარდი კარიერას კატარში, კერძოდ ალ-ღარაფაში გააგრძელებს. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა.