რეალ მადრიდი, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდით ინტერესდება, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. ინგლისელი ფეხბურთელი 2025 წელს თავისუფალი აგენტი ხდება და ამის შესახებ მადრიდში კარგად იციან. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემები წერენ, უახლოეს კვირებში ესპანურ გრანდსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტი შედგება, სადაც მხარეები პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრებენ. მეორე მხრივ, ლივერპული ინგლისელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს — მერსისაიდელები არნოლდს ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში შესთავაზებენენ.
ტრენტი ლივერპულის აკადემიის აღზრდილია, 2016 წლიდან კი პირველი გუნდის ღირსებას იცავს. ინგლისელმა ამ დროში 315 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 19 გოლი და 82 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.
ფეხბურთელს ლივერპულის დატოვების შესახებ სურვილი არასდროს გამოუთქვამს, თუმცა იმის ფონზე, რომ ლივერპულს ამ დრომდე ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა არ დაუწყია, შეიძლება სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს... თან საქმეში რეალ მადრიდია, მსოფლიოში საუკეთესო კლუბი და დიდი შანსია, ტრენტი ესპანურ თავგადასავალზე დაფიქრდეს.
რეალ მადრიდი ალექსანდერ-არნოლდის გარდა, კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდება, კერძოდ ალფონსო დევისს, რომელიც 2025 წელს ასევე, თავისუფალი აგენტი ხდება.