რეალ მადრიდმა მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. კლუბმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გარდა, დინ ჰაუსენის ტრანსფერიც დახურა. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ესპანელი მცველის ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.
ამ ორი ტრანსფერის შემდეგ, რეალ მადრიდი მარცხენა მცველსაც დაიმატებს. უკვე ცნობილია მთავარი სამიზნეც— ბენფიკას 21 წლის ფლანგელი ალვარო კარერასი ჩაბი ალონსოს რჩეულია. სამეფო კლუბი ამ ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც მუშაობს და როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები ამბობებ, დიდი ალბათობით ეს გარიგებაც დაიხურება.
ზემოხსენებული ტრანსფერები პირველ რიგში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის გაძლიერებას ნიშნავს, თუმცა როგორც ირკვევა, რეალ მადრიდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ჩაბი ალონსოს ახალი ნახევარმცველის დამატებაც სურს — ესპანურმა მედიამ მადრიდულ გრანდს 3 ფეხბურთელი უკვე დაუკავშირა: ტიჯანი რეინდერსი (მილანი), ანჯელო სტილერი (შტუტგარტი) და ესეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი). სამივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ასევე განიხილება კომოდან ნიკო პასის დაბრუნებაც. რეალ მადრიდი ფეხბურთელის უფლებების 50%-ს ფლობს, შესაბამისად, მისი უკან, მადრიდში დაბრუნდება საკმაოდ მარტივი იქნება.
უახლოეს დღეებში რეალ მადრიდის პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














