ქუთაისის ტორპედომ 32 წლის ნორვეგიელი შემტევი, ბიორნ იონსენი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა - ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
იონსენს სხვადასხვა დროს ნიდერლანდების ერედივიზიონში, შოტლანდიის პრემიერ ლიგაში, MLS-ში და სამხრეთ კორეის K ლიგაში აქვს ნათამაშები.
საკლუბო კარიერის განმავლობაში მან 285 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 92 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2017-20 წლებში იონსენი ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და 16 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
ქართულ კლუბსა და ნორვეგიელ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.