1/8 ფინალს უდავოდ ჰყავდა ერთი გამორჩეული წყვილი ლივერპული-პსჟ. ერთი შეხედვით, ეს წყვილი ნაადრევი გახლდათ და მერვედფინალში არ უნდა გადაკვეთილიყვნენ, მაგრამ ამ ორმატჩიანი დუელის მთავარი ხიბლი სულ სხვა რამ გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, სადაც პსჟ-მა დიდი X ფაქტორი დაიმატა ხვიჩა კვარაცხელიას სახით, რომელმაც ამ ორ თამაშშიც ნათლად აჩვენა, თუ რატომაა იგი ასეთი ძვირფასი შენაძენი პარიზული გრანდისთვის. ლიგის ფაზა ლივერპულმა მარტივად გაიარა, დაასრულა იგი პირველ ადგილზე, ხოლო პსჟ აქ დიდი წვალებისა და გადათამაშების შედეგად აღმოჩნდა. ეს გზა გასახსენებელია იმისთვის, რომ კარგად შევაფასოთ თუ სად იყვნენ გუნდები და რა იყო მათი ამოცანები ამ მატჩამდე.
ნაწილი I - ლუის ენრიკეს მასტერკლასი და ალისონის გმირობა
პერსონალური პრესინგი და ანულირებული ლივერპულის ბილდაფი
აშკარა გახლდათ ის ფაქტი, რომ პსჟ ლივერპულთან თამაშისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ეს ასევე გამოიხატებოდა სხვა თამაშებშიც, რომელშიც გუნდი საკუთარი ფორმის პიკზე გადიოდა. მთავარი ასპექტი აქ ის გახლდათ, რომ ლუის ენრიკემ ლივერპულელთა სათამაშო ფორმაციისთვის, სპეციალურად შეარჩია მიდგომა, რასაც ორივე თამაშში ერთგულად გაჰყვა. ეს გახლავთ პერსონალური პრესინგის სტრუქტურა, რითიც ლივერპულს მაქსიმალურად უზღუდავდნენ ბურთის ამოტანის შესაძლებლობას. მით უფრო ეს სტრუქტურა მნიშვნელოვანია ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ, როგორიც რაიან გრავენბერხია. ამ სტრუქტურით, ლივერპულმა თავისი თამაში უბრალოდ ვერ ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

ორი ცრუ 9-იანი და კვარაცხელიას ინოვაციური გამოყენება
ლუის ენრიკეს მორიგი ინოვაცია, რაც ლივერპულს შესთავაზა, ეს არის ორი ცრუ 9-იანის გამოყენება. პსჟ გამოკვეთილ 9 ნომერს კვარას ტრანსფერის შემდგომ აღარც იყენებს. ბარკოლა-დემბელე-კვარა და რიგ შემთხვევებში, დეზირე დუეც პოზიციებს ძალიან კარგად ცვლიან ერთმანეთში. ამ სქემაზე ძალიან კარგად ჩანს ფეხბურთელთა პოზიციონირება შეტევაში. კვარას კრეატიულობა საშუალებას იძლევა მოედნის ცენტრში რიცხობრივი თანაფარდობის შექმნაში. ასევე აღსანიშნავია ნუნუ მენდეშის მრავალმხრივი პროფილი, რომელიც საშუალებას იძლევა სერიოზული ტაქტიკური გადაადგილებები უმტკივნეულოდ განხორციელდეს. აქვე აღსანიშნია პსჟ-ის პრესინგის სისტემაში რამდენად კარგად მუშაობს ეს სტრუქტურა. ეს პრესინგს ერთგვარ ენერგიას აძლევს და მცველებს ურთულებს საქმეს ბურთის ამოტანისას.

რატომ არ იმუშავა არნე სლოტის ზონა 14-მა?

ამ გამოსახულებაზე კარგად ჩანს ლივერპულის 5-კაციანი პრესინგის სტრუქტურა, რომელიც რიცხობრივ უმცირესობაში ჰყოფს თავს. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ორივე თამაშში, ვიტინია გახლდათ საკვანძო ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნახევარმცველი გახლავთ.

განეიტრალებული სალაჰი და ლივერპულის შემცირებული შემტევი პოტენციალი
ნუნუ მენდეში პირველ თამაშში: 11/11 მოგებული ორთაბრძოლა; 10 დაცვითი მოქმედება; 8/8 წარმატებული ვარდნა; 3/3 წარმატებული დრიბლინგი

პსჟ-ს პირველი თამაში უნდა მოეგო
ეს დებულება ჩემთვის ცალსახაა, ჰარვი ელიოტის გოლი კონტექსტში ნაკლებად ეწერა, შეიძლება ითქვას, ალისონმა ლივერპულისთვის პარიზიდან მოგება წამოიღო, ხოლო ენფილდზე ლივერპული ერთი შეხედვით საკმაოდ კომფორტულ ვითარებაში იმყოფებოდა.
ნაწილი II - ახალგაზრდულ პარიზს ენფილდის არ სჯერა
არნე სლოტს კოსმეტიკურმა ცვლილებებმა ნაკლებად უშველა. ლუის ენრიკე კი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომელიც ასეთ სიტუაციაში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მისი კოლოასლური გამოცდილებიდან გამომდინარე.


ამ სქემებზე კარგად ჩანს ის, თუ რამდენ განზომილებაში ხედავს მოედანს ლუის ენრიკე. შეიძლება ითქვას, რომ ლივერპულის ვერტიკალურ მეთოდს მან მისი ჰორიზონტალური ხედვით აჯობა.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი აურა

ეს შეიძლება პსჟ-ის წელი იყოს
საუკეთესო 8 გუნდში ასეთი დიდი დრამის შედეგად პსჟ თითქმის არავის გვახსოვს, მაგრამ ეს მოხდა. გუნდი 1/4 ფინალშია და 1/2 ფინალამდე გზა ასტონ ვილას ან ბრიუგეს დამარცხებაზე გადის, რაც ნამდვილად არ არის ყველაზე რთული ამოცანა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმაციის პსჟ ყველაზე აზრიანად ნაშენები გუნდია, ძალიან მყარი ფოლოსოფიური და მენტალური საფუძვლით. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება გახლდათ ვარსკვლავური კონცეფციის შეცვლა და გუნდის წმინდა საფეხბურთო მიმართულებით განვითარება.















