განვლილმა ტურმა უჩვეულოდ აიღო სტარტი. პარასკევს, დღის მე-2 ნახევრიდან აქტიურად იწერებოდა ლივერპულში ამინდის გაუარესებაზე, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, მერსესაიდული დერბი ოციალურად გადაიდო.
მე-15 ტურის წინ უპირველეს ყოვლისა სალაჰის გაკაპიტნება გირჩიეთ. #2 არჩევანი კი კოულ პალმერი იყო. თუ ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინე, გამოდის რომ კაპიტანმა 36 ქულა მოგიტანა, ამ წარმატებული რჩევით ძალიან ვამაყობთ.
✅ მე-15 ტურში გაცემული რეკომენდაციებიდან გამოსაყოფია რჩევა ალექსანდ ისაკისა და დანიელ მუნოსის შესახებ. ამჯერად კოლუმბიელმა არც მეტი, არც ნაკლები მანჩესტერ სიტის კარის აღება მოახერხა, შედეგად მის ანგარიშზე განვლილ 3 ტურში: 2 გოლი და 24 ქულაა.
რაც შთამბეჭდავი შედეგია, თანაც ჯერ-ჯერობით მუნოსი მენეჯერების ყურადღების მიღმაა, შესაბამისად იდეალური ოპციაა „განსვავების შესაქმნელად“.
❌ სამწუხაროდ ჩვენი რეკომენდაცია მორგან როჯერსის შესახებ არ გამართლდა. ასტონ ვილასგან გოლებით სავსე მატჩი იყო მოსალოდნელი, თუმცა სრულიად საპირისპირო სურათი და ჩაკეტილი შეხვედრა მივიღეთ.
მიმდინარე კვირას, პრემიერ ლიგის ფენტეზიმ ამ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტრიგას მოჰფინა ნათელი. სეზონის სტარტზე თამაშს ახალი დახმარება - „Mystery chip“ დაემატა. ამ დრომდე არავინ იცოდა, რა იმალებოდა ამ იდულამებით მოცული ქარდის მიღმა.
11 დეკემბერიდან გავრცელდა ინფორმაცია „Mystery chip“_ის „ანბოქსინგის“ თაობაზე. საბოლოო ჯამში ახალი დახმარება „ასისტენტ მენეჯერის“ სახელით დაემატა თამაშს. მის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს შეგიძლია ამ სტატიაში გაეცნო. სამომავლოდ კი „La Gazzetta dello Sport Georgia“ აუცილებლად გაგიზიარებს, „ასისტენტ მენეჯერის“ ოტპიმალურად გამოყენების დროსა და სტარტეგიას.
• მინიმალური ღირებულება - (£0.5)
• მაქსიმალური ღირებულება - (£1.5)
• მენეჯერის/მწვრთნელის ფასები აღნიშნულ შუალედში იმერყევებს და არ შეიცვლება.
• 3 ქულა - ფრე;
• 1 ქულა - მარცხი
• მოგება - დამატებით 10 ქულა, ჯამში 16 (10+6)
• ფრე - დამატებით 5 ქულა, ჯამში 8 (5+3)
* ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაზეც პრემიერ ლიგას ჯერ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. ფენტეზის ყველაზე სანდო ექსპერტების მიხედვით ეს ნაწილი ზუსტად ასეა განმარტებული.
🔹 მაგალითისთვის, თუ „ასისტენტ მენეჯერის“ ფარგლებში არტეტას იყიდით, ეს ნიშნავს, იმას რომ პარალელურად არსენალის 2 ფეხბურთელი შეგიძლია გყავდეთ გუნდში
🔹 თავიდან მენეჯერის არჩევაზე ტრანსფერი არ დაგეხარჯება, თუმცა შემდგომ უკვე მისი შეცვლა -4 ქულა დაგიჯდება.
ფორესტის დამრიგებელი ნუნო ესპირიტო სანტო, მანჩესტერ იუნაიტედთან გამარჯვების შემდეგ, მხოლოდ 1 ტურში დააგროვებდა 9 ქულას.
• 6 ქულა გამარჯვებისთვის;
• 3 ქულა თითოეულ გატანილ გოლზე (ფორესტმა 2-3 მოიგო).
ხოლო ლესტერის მენეჯერი, რუდ ვან ნისტერლოი ბრაიტონთან ნათამაშები ფრის შემდეგ 10 ქულას დაიმსახურება, ესეც ერთ ტურში.
• 3 ქულა ფრისთვის;
• 5 ქულა - ცხრილი ბონუსი;
• 2 ქულა თითოეულ გატანილ გოლზე (ლესტერი 2-2 ბრაიტონი).
იმედია ეს განმარტებები და მაგალითები დაგეხმარა, „ასისტენტ მენეჯერის“ უკეთ გაცნობაში. ამ ბმულზე პრემიერ ლიგის ფენტეზის ოფიციალური განმარტება შეგიძლია ნახო: ბმული.

✅ „ვაილდქარდი“ 30 ტურში
✅ „ასისტენტ მენეჯერი“ 31-33 ტურში, რაც ასევე მოიცავს 33_ე ტურში გასამართ ე.წ ორმაგ ტურს ანუ DGW_ს. (Double Gameweek)
* ყველაზე სარწმუნო ექსპერტების მიხედვით, DGW_ს 33 ტურში უნდა ველოდოთ
✅ „Free Hit“_ის გამოყენება რეკომენდირებულია არასრულ ტურში. ასეთად კი 34_ე ტურს მოიაზრებენ BGW (Blank Gameweek)
* ყველაზე სარწმუნო ექსპერტების მიხედვით, BGW_ს 34 ტურში უნდა ველოდოთ
✅ „Bench Boost“_ის გამოყენებისთვის მორიგი ხელსაყრელი თარიღი 36 ტურია, ამ შემთხვევაშიც ექსპერტები DGW_ს ვარაუდობენ.
✅ სამმაგი ე.წ. „Triple Captain“_ის გამოყენება კი იმ ტურში სჯობს, სადაც ევერტონისა და ლივერპულის მატჩი ჩაინიშნება. აქ, რა თქმა უნდა, სალაჰია უპირველესი კანდიდატი.
ხუთშაბათს, 12 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მერსასიდული დერბი 11 თებერვალს გაიმართება, ეს კი იმას ნიშნავს რომ DGW_ს 24 ტურში უნდა ველოდოთ. თარიღი ჯერ საბოლოო არაა, პროცესი ინიცირებულია და ჩასანიშნად უეფას დასტურია საჭირო.
🔴 ლივერპული vs BOU(A), EVE(A)
🔵 ევერტონი vs LEI(H), LIV(H)
ენცო მარესკამ მის სეხნიას ენცო ფერნანდესს განსხვავებული როლი მოუძებნა, ამან არგენტინელის ლონდონურ ყოფას ახალი სიცოცხლე შთაჰბერა. ენცომ 6_იანის ნაცვლად 8_იანის როლი მოირგო, „Build up”_ის დროს კი ეპიზოდურად 10_იანზე ადის. თუ ჩელსის თამაშს ყურადღებით დაუკვირდებით აღმოაჩენთ, რომ დრო და დრო არგენტინელი ისეთივე პოზიციებს იკავებს, როგორც კოულ პალმერი, ოღონდ მარცხენა ფლანგზე.
ცხადია ეს „ფერისცვალება“ პრემიერ ლიგის ფენტეზის ქულებშიც აისახება.
⚽️ - 3 გოლი;
🅰️ - 3 ასისტი;
🎯 - 38 ქულა. შედარებისთვის პალმერემა ბოლო 5 ტურში 43 ქულა დაწერა;
💰 - (£5.0) ასეთი შედეგების მქონე მოთამაშისთვის დაუჯერებელი ფასია;
🔑 – ენცომ ბოლო 5 ტურში 4 დიდი შანსი შექმნა.
არგენტინელი ამ დროისთვის ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 5.7%_ს ჰყავს გუნდში. ამავდროუად ჩელსის წინ ყველაზე იოლი კალენდარი აქვს:

მე-15 ტურის მიმოხილვაში ალექსანდერ ისაკი (£8.6) პრემიერ ლიგის „რობინ ჰუდად“ შევრაცხეთ. შვედი „მდიდრებს“ ქულებს ართმევს, რასაც შემდგომ „ღარიბებს“ უზიარებს. ეს უცნაური კანონზომიერება ისაკმა ტოპ 6_ის გუნდებთან შეხვედრისას დაამტკიცა
მიმდინარე სეზონში შვედს 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5 ისეთი კლუბების წინააღმდეგ, როგორიცაა: ლივერპული, არსენალი, ჩელსი, ნოტინგჰემი და ტოტენჰემი
გასულ კვირას ისაკმა ნავსი გატეხა, შვედმა ბრენტფორდის კარი დალაშქრა. თუ ისაკი „რობინ ჰუდობას“ მოეშვება და ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებთანაც შეძლებს გოლების გატანას, ნიუკასლის შემტევი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი FPL აქტივი იქნება. ისაკის შესაძლო აღზევებას რამდნიმე ფაქტორი უწყობს ხელს:
• ნიუკასლს ზღაპრული კალენდარი ელის:
GW16 LEI (H), GW17 IPS (A), GW18 AVL (H) GW19 MUN (A) GW20 TOT (A) GW21 WOL (H) GW22 BOU (H) GW23 SOU (A) GW2 FUL (H)
• დიდი ალბათობით თერთმეტმეტრიანებს ისააკი შეასრულებს, ასევე შვედს ასისტების დიდი პოტენციალიც აქვს.
• მიმდინარე კვირას კალუმ ვილსონის (£6.9) საჯარო მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ინგლისელი სინანულით აღნიშნავს, რომ ტრავმა იმაზე რთული გამოდგა ვიდრე ელოდნენ, შესაბამისად მისი მინდორზე დაბრუნება გადაიდო. ამ მოცემულობით შვედი 9_იანის პოზიციაზე შეუცვლელი ფიგურაა.
მატჩი - 8
დარტყმები - 26 (5 ადგილი 8 მატჩში)
დიდი შანი - 9 (4)
მოსალოდნელი გოლი (xG) - 4.02 (6)
გოლი - 5 (3)
FPL ქულა - 50 (4)
🔥 მომდევნო ორი მატჩი 🆚 ლესტერი & იფსვიჩი
ლივერპულთან მატჩის შემდეგ, ფულჰემსაც საინტერესო კალენდარი ეწყება. „კოტეჯერები“ დაცვილი თვალსაზრისით გამოირჩევიან, რობინსონი (£4.7) კი ერთნაირად კარგია, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. : ფულჰემის დაცვას სოლიდური სტატისტიკა აქვს, და რობინსონი უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება შეტევაში. იგი კარგი გრძელვადიანი არჩევანია.
მომდევნო 2 ტურში „ლივერპული“, „ფულჰემსა“ და „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. ორივე ლონდონური გუნდი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა, ნაკლებსავარაუდოა რომ ლივერპულმა ორივე მატჩში მოახერხოს კარის მშრალად შენახავა. ხომ არ აჯობებს წითლებს მე-18 ტურიდან დაუბრუნდე?
მუნოსის (£4.7) შესახებ მიმოხილვის პროლოგში გესაუბრე, არ გამოგრჩეს კოლუმბიელის შეტევითი პოტენციალი. შესაძლოა მისგან ის მივიღოთ, რასაც ყველა ველოდით რაიან აიტ-ნურისგან. ბოლო 3 მატჩში მუნოსის ანგარიშზე 2 გოლი და 24 ქულაა.
ბოლო 6 შეხვედრაში დანილე მუნოსის შეტევითი სტატისტიკა მცველებს შორის:
კარში დარტყმები- 1 ადგილი
დარტყმების საჯარიმოს შიგნიდან - 1 ადგილი
მოსალოდნელი გოლი (xG)- 1 ადგილი
ბოუენი (£7.4) გუნდში ფენტეზის მოთამაშეების დაახლოებით 7%_ს ჰყავს.
• დარტყმები – 27 (მე-3 ადგილი ნახევარმცველებს შორის
• დარტყმები საჯარიმოს შიგნიდან– 17
• მოსალოდნელი გოლი (xG)– 2.38
• შანსის შექმნა – 21
• დიდი შანსის შექმნა– 5
• მოსალონელი ასისტი– 2.83
• 6 საგოლე მოქმედება: 3 გოლი და 3 ასისტი.
ასევე განსხვავების შემქნელთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ - სოლანკე (£6.1) 4.6%, ევენილსონი (£7.5) 8.7% & ისმაილა სარი სოლანკე (£5.7) 0.3%
მე-16 ტურში რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს. კაპიტნობის უმთავრესი პრეტენდეტები სალაჰი და პალმერი არიან, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს საკაც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში დუბლი შეასრულა, ამით ბუკაიომ კაპიტნის არჩევა კიდევ უფრო დიდ დილემად აქცია:
სალაჰი (£13.3)
• ლივერპულის რიგებიდან მატჩს მაკალისტერი (£6.2) გამოაკლდება. მაკა „წითლების“ ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, შესაძლოა მისი არ ყოფნა ლივერპულზე მძიმედ აისახოს.
GW8 - ⚽🅰️, 12 ქულა
GW9 - ⚽, 10 ქულა
GW10 - ⚽, 9 ქულა
GW11- ⚽🅰️, 14 ქულა
GW12 - ⚽⚽, 13 ქულა
GW13 - ⚽🅰️, 13 ქულა
GW14 - ⚽⚽️🅰️, 18 ქულა
ეგვიპტელმა ბოლო 7 მატჩიდან 6 ჯერ მოახერხა ორნიშნა ქულის დაწერა.
სალაჰის შთამბეჭდავი სტატისტიკის ფონზე პალმერის კაპიტნობა მეტად რთული გადაწვეტილებაა. თუმცა ამ შემთხვევაშიც რამდენიმე დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება. პრემიერ ლიგის ცხრილში „ფუტკრები“ მე-9 ადგილს იკავებენ, რაც ერთი შეხედვით კარგი მაჩვენებელია, თუმცა თუ მხოლოდ გასვლითი მატჩების სტატისტიკას მივიღებთ მხედველობაში აღმოაჩენთ, რომ ამ პარამეტრის მიხედვით, ბრენტფორდზე უარესი გუნდი მხოლოდ საუთჰემპტონია. მიმდინარე სეზონში „ფუტკრებმა“ 7 გასვლითი მატჩიდან 6 წააგეს და მხოლოდ 1 შეხვედრაში მოახერხეს ქულის აღება.
საინტერესო ის ფაქტი, რომ ბრენტფორდის წინააღმდეგ გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში ჩელსიმ მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა შესაძლო 15_იდან. თანაც 5 მატჩში „ლონდონელებმა“ 3 გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხეს
• ფოტოზე კაპიტნობის მთავარი პრეტენდენტების შედარებაა გამოსახული. ამ შემთხვევაშიც მონაცემები თითქმის თანაბარია.
• სალაჰიც და პალმერიც თავის მატჩს შინ გამართავენ;
• ორივე თავის გუნდში თერთმეტმეტრიანებს ასრულებს;
• სალაჰმა უიქენდზე დაისვენა, პალმერმა კი ევროთასებზე;
• მოსალოდნელი გოლის კოეფიციენტის მიხედვით უმცირესი უპირატესობა პალმერის მხარესაა, თუმცა თუ შევაჯამებთ შანსები მაინც 50% - 50%_ზეა

სალაჰისა და პალმერის ფონზე არ უნდა დავივიწყოთ ბუკაიოც. საკასაც შინ აქვს თამაში და ისიც ასრულებს თერთმეტმეტრიანებს. თანაც ინგლისელს, პრემიერლიგაში ორი შეხვედრაა არ გაუტანია, მშრალი სერიის დასრულებაც დამატებითი მოტივაციაა. როდესაც კაპიტნობის პრეტენდეტებს შორის ასეთი მცირე სხვაობაა, მაშინ მცირე დეტალებიც მნიშვნელოვანი, ასეთი ნიუანსების მიხედვით პალმერიც და სალაჰიც ბუკაიოზე უკეთესი ალტერნატივაა:
• საკამ 4_ჯერ დაწერა ორნიშნა ქულა, პალმერმა 5-ჯერ, სალაჰმა კი 10-ჯერ !
• ბოლო 2 პრემიერლიგურ მატჩში არსენალს ძალიან უჭირდა მომენტების თამაშიდან შექმნა, ლონდონელები ხიფათს ძირითადად სტანდარტებიდან ქმნიდნენ.
• ბოლო 3 მატჩში გატანილი გოლები:
o არსენალი - 8 გოლი
o ჩელსი - 12 გოლი
o ლივერპული - 8 გოლი
• ბოლო 3 მატჩში მოსალოდნელ გოლში ჩართულობის ინდექსის მიხედვით საკას ორივე პრეტენდენტი თითქმის 2-ჯერ აღემატება:
o საკა (xGI) – 2.47 (მოსალოდნელ გოლში ჩართულობის ინდექსი)
o პალმერი (xGI) - 4.91
o სალაჰი (xGI) - 4.72
❌ 🆚 1-2 მარცხი სპურსთან
❌ 🆚 1-2 მარცხი ბორნმუთთან
❌ 🆚 1-4 სპორტინგი
❌ 🆚 1-2 ბრაიტონი
❌ 🆚 0-4 სპურსი
🤝 🆚 3-3 ფეინოორდი
❌ 🆚 0-2 ლივერპული
✅ 🆚 3-0 ფორესტი
🤝 🆚 2-2 კრისტალ პალასი
❌ 🆚 0-2 იუვენტუსი
ბოლო 5 პრემიერლიგურ მატჩში ერლინგმა 21 ქულას მოუყარა თავი. ნორვეგიელის ფასი £5.5, რომ იყოს ვიტყოდით დავწერდით რომ კარგი შედეგია, თუმცა არ დაგავიწყდეს ჰოლანდი პრემიერ ლიგის ფენტეზის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
ზემოთ განხილული მონაცემების შეჯერების შედეგად, ძალიან მცირე უპირატესობას პალმერს ვანიჭებთ, შემდგომ ცხადია სალაჰი მოდის. მე-3 პრეტენდენტი კი საკაა, თუმცა პალმერიც და სალაჰიც უკეთესი ვარიანტებია.
ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო მე-16 ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ:
❌ რიკო ლუისი
❌ პედრო ნეტუ
❌ ბისუმა
❌ ჟოაო გომეხი
❌ ბასი
❌ მაკალისტერი
❌ ემერსონი
შეგახსენებ, მე-5 ბარათის მიღების შემთხვევავში ფეხბურთელები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისჯებიან.
⚠️ აიტ-ნური, ტოტი
⚠️ ჯასტინ კლიუვერდი
⚠️ ნიკო ჯექსონი, რობერტ სანჩესი
⚠️ ვან ჰეკე
⚠️ მუნოსი
⚠️ ჟოენლინტონი, შარი
⚠️ გრავენბერხი
⚠️ ანდრეს პერეირა
⚠️ ჯეიმი ვარდი
⚠️ სოუჩეკი
⚠️ ბერნანდო სილვა
⚠️ მიკი ვან დენ ვენი
ჩვენს ლიგას ასე შეგიძლია შემოურთდე - ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე














