შუაკვირის პრემიერლიგურმა ტურმა ბევრი უსიამოვნო მოულოდნელობით დაგვამახსოვრა თავი:
❌ მარესკამ ჯექსონი „წმინდანებთან“ მატჩში დაასვენა. ჩელსიმ სოტონს 5 გოლი გაუტანა;
❌ ლივაი კოლვილმა (CHE) აქამდე გამართულ 13 მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, გუშინ კი ისიც სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა;
❌ როტაციაში მოყვა რობერტ სანჩესიც (CHE), თუმცა მარესკამ მატჩის შემდგომ დაადასტურა, რომ კვირას სპურსის წინააღმდეგ ესპანელი სასტარტოში იქნება.
❌ სიტიმ ნავსი გატეხა - ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, ქალაქელებმა დამაჯერებელად გაიმარჯვეს, თანაც კარის მშრალად შენახვაც შეძლეს. პეპმა რიკო ლუისი (MCI) სასტარტოში არ ათამაშა.
❌ ფილ ფოდენი სიტის განაცხადში არ ყოფილა;
❌ ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩა, ტრენტიც ეს კი მის მფლობელებს დიდ თავისტკივილს უჩენს;
❌ დაზიანების გამო იუნაიტედთან დაპირისპირება გამოტოვა გაბრიელმაც. არსენალმა მორიგი მშრალად შენახული კარი მიითვალა;
❌ დენი ველბეკი ბრაიტონის განაცხადში არ ყოფილა;
❌ სონი და პედრო პორო ძირითად თერთმეტეულს მიღმა აღმოჩნდნენ;
❌ სემენიო, კლიუვერტის მოედანზე ყოფნის პერიოდში დაცვით ფუნქციებს ასრულებდა.
🚫 კუნიამ ზედიზედ მე-2 მატჩი ჩაატარა საგოლე მოქმედების გარეშე. ბრაზილიელი კვლავაც კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო ხანებია „მგლებს“ ფორმა აერიათ.
მე-14 ტურში ბევრი სასარგებლო რჩევა გაგიზიარეთ, გამორჩეულად წარმატებული კი პრემიუმ მცველების შესახებ გაცემული რეკომენდაციები გამოდგა.
✅ მე-12 ტურში ფორესტთან მატჩამდე ტიმბერის (£5.6) ყიდვა გირჩიეთ, ამ რეკომენდაციით განსაკუთრებით ვამაყობთ. ნიდერლენდელმა მანჩესტერთან შევედრაში, სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ახლოს იყო მეორესთანაც, როდესაც ონანამ ბურთი ტიმბერს გაარტყა, თუმცა მალევე გამოერკვა სიტუაციაში.
✅ გასულ მიმოხილვაში ვრცლად ვისაუბრეთ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის (£6.9) შესახებაც. შედეგმაც არ დააყოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ტრენტმა მოედაზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა, TAA_მ ამ მცირე დროის მონაკვეთში 2 ასისტის გაკეთება შეძლო. ახლა აჟიოტაჟი ინგლისელის ირგვლივ კიდევ უფრო მოიმატებს.
✅ წინა სტატიაში გვარდიოლის (£6.2) გაყიდვისგან თავის შეკავებაზეც დავწერეთ. შესაძლოა ფორესტთან უგოლო მატჩი და პრემიერ ლიგის ფენტეზიში მიღებული 6 ქულა, მიმზიდველად მოსჩანდეს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დაჟინებით გავცემთ რეკომენდაციას იოსკოს გუნდში დატოვების შესახებ. ნოტინგჰემთან შეხვედრაში ხორვატის მოსალოდნელი გოლების ინდექსი (xG) 0.46 იყო. გვარდიოლს ორი დიდი შანსი შეექმნა, თუმცა ვერცერთი მათგანის გამოყენება ვერ მოხაერხა. სხვა დღეს შესაძლოა 6 ქულის ნაცვლად ხორვატს 15, 21 ან 24 ქულაც კი დაეწერა.
„ვწუხვარ, მაგრამ ჩემს ფენტეზის მენეჯერებს ვჭირდებოდი“

თუ 14 ტურის შემდეგ ფენტეზის საუკეთესო მცველებს გადაავლებ თვალს დიდ მოულოდნელობას წააწყდები. დაგროვილი ქულების მიხედვით მე-4 ადგილზე არც მეტი არც ნაკლები უბერებელი ეშლი იანგია (£4.6). მიმდინარე სეზონში იანგმა ბევრ პოპულარულ FPL აქტივზე მეტი ქულის მოგროვება შეძლო. მაგალითად ამ დროისთვის ევერტონის ვინგერს გვარდიოლზე, სალიბაზე, პედრო პოროზე, ოლა აინაზე და სხვა მრავალ „ნაქებ“ მოთამაშეზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს.
მე-4 ტურის შემდეგ ეშლი მუდმივად ძირითადშია. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია. კიდევ ერთი ნიუანსი რაც იანგს გამოარჩევს - დისციპლინაა. ინგლისელს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი აქვს, მიღებული.
შეგიძლია პრემიერ ლიგის “ბენჟამინ ბატონი“ მის თანაგუნდელ მიკოლენკოსთან (£4.3) ერთად watchlist_ში მონიშნო. 24 ტურისთვის კი, როდესაც „კანფეტების“ კალენდარში გამოიდარებს და მათი მცველების არსებობა ყველას მიავიწყდება, თადარიგი დაჭერილი გექნება და სხვებზე ადრე მიადევნებ თვალს.
ასტონ ვილას კრიზისსა და გამოფიტვაზე რამდენიმე სათამაშო ტურის წინ ვწერდით, ეს პროგნოზი ვილანების სამწუხაროდ ზედმიწევნით ზუსტად ახდა. გასულ ტურში „ფუტკრების“ დამარცხემამდე „ბირმიგნჰემელებს“ 8 მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ.
წარუმატებელი მატჩების შემდგომ ვილანების მოთამაშეების მიმართ პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების ინტერესმა იკლო. ასეთი „დევალვაციის“ ფონზე, მე-14 ტურში, მორგან როჯერსმა ბრწყინვალე, „საპასუხო“ დარტყმა შემოგვთავზა.
როჯერსი 🆚 ბრენტფორდი
✅ 1 გოლი
✅ 0.25 (xG) მოსალოდნელი გოლის ინდექსი
✅ 0.33 (xA) მოსალოდნელი ასისტის ინდექსი
✅ 3 შექმნილი მომენტი
✅ 3 დარტყმა
მომდევნო მატჩი - საუთჰემპტონი
სანამ „ვილანებს“ მიუბრუნდები, კარგად დაფიქრდი, შესაძლოა ხაფანგში აღმოჩნდე. ამას რამდენიმე მიზეზის გამო ვწერთ:
o 5 დეკემბერი 🆚 ბრენტფორდი (H) 3-1
o 7 დეკემბერი 🆚 საუთჰემპტონი (H)
o 11 დეკემბერი 🆚 ლაიპციგი (A)
o 14 დეკემბერი 🆚 ნოტინგჰემი (A)
როჯერს ბოლო პერიოდი დასვენების შესაძლებლობა არ მისცემია. ემერიმ მის და ემი ბუენდიას შესახებ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკათა.
“თუ მორგანს დასვენება დასჭირდება ჩვენ ემი ბუენდიას გამოყენება უნდა ვცადოთ. ის ახლა გადაღლას არ გძნობს, მაგრამ დასვენება სჭირდება“
ეს კომენტარი არ ნიშნავს იმას, რომ მორგან როჯერსი წმინდანებთან მატჩში ძირითად შემადგენლობის მიღმა დარჩება, თუმცა ცალსახაა რომ ასეთი ინტენსივობა და ტრავმიდან დაბრუნებული ემი ბუენდია მის წუთებს შეამცირებს.
ალექსანდერ ისაკი (£8.4) არც მეტი არც ნაკლები პრემიერ ლიგის რობინ ჰუდია. შვედი „მდიდრებს“ ქულებს ართმევს, რასაც შემდგომ „ღარიბებს“ უზიარებს. ეს უცნაური კანონზომიერება ისაკმა ლივერპულთან მატჩშიც დაამტკიცა.
მიმდინარე სეზონში შვედს 5 გოლი აქვს გატანილი - ლივერპულთან, არსენალთან, ჩელსისთან, ნოტინგჰემთან და ტოტენჰემთან.
ლივერპულთან გაბრწყინების შემდეგ, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა ალექსანდრ ისაკის საკითხი. შვედის სასარგებლოდ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებ.
მაშ ასე, რატომ დავტოვოთ ისაკი გუნდში:
• ნიუკასლის მომდევნო 3 მეტოქე (xGC) მოსალოდნელი გოლების გაშვების ინდექსის მიხედვით მე-15, მე-18 და მე-19 ადგილზე არიან. მიუხედავად ნიუკასლის მერყევი ფორმისა, მეტოქეების დაცვითი სოლიდურობის დაბალი მაჩვენებელი ზრდის „კაჭკაჭების“ შანსებს.
• დიდი ალბათობით თერთმეტმეტრიანებს ისააკი შეასრულებს, ასევე შვედს ასისტების დიდი პოტენციალიც აქვს.
ისაკის დატოვებისთვის მთავარი ხელისშემშლელი გარემოება შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნიკო ჯექსონია, ეს ცხრილი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება:
გოლი: 5 vs 8
ასისტი: 3 vs 4
xG/90: 0.48 vs 0.59
xGi: 0.60 vs 0.64
ბონუს ქულები: 10 vs 12
ფენტეზის მენეჯერების რამდნ პროცენტს ჰყავს გუნდში: 16.1% vs 28%
ქვევით 3 ფეხბურთელს ნახავ, რომელიც ამ ეტაპზე პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების რადარს მიღმა არიან, თუმცა ყველა ინდიკატორის მიხედვით კარგ ფორმაში შედიან:
🦅 ჟან-ფილიპ მატეტა (£7.2)
ბოლო 5 მატჩში:
✅ 17 დარტყმა
✅ 8 დიდი შანსი
✅ პალასს დაუბრუნდა ეზე, რომელიც მატეტასთვის შანსების შექმნის მთავარი კრეატორი უნდა იყოს.
ბოლო 6 მატჩში:
✅ 4 გოლი
✅ 2 ასისტი
✅ 45 ქულა უკანასკნელ 6 მატჩში, ჯამში კი აივობიმ 14 ტურის ჯამში ნახევერმცველებს შორის მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა.
უკანასკნელ 2 მატჩში მუნოსმა 17 ქულას მოუყარა თავი. აშკარაა, რომ პალასი ნელ-ნელა ფორმაში შევიდა. 3 ტურის შემდეგ როდესაც მუნოსს კალენდარი გამოუსწორდება, ის შესაძლოა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო FPL აქტივად იქცეს.
ის რაც დანიელს განსაკუთრებით მიმზიდველ ალტერნატივად ხდის, უკიდურესად შემტევი როლია, შედეგად მუნსმა ბოლო 2 მატჩში 4 დიდი შანსი მიიღო, საიდანაც ერთი გარდასახა გოლად.
✅ 2 ასისტი
✅ 1 მშრალად შენახული კარი - GW15 ISP (A), GW16 WHU (H), GW17 MUN (A), GW18 CRY (H) GW19 FUL (A) GW20 EVE (H)
✅ 25 ქულა უკანასკნელ 5 მატჩში.
✅ ხელსაყრელი კალენდარი
სალაჰი (£13.2), პალმერი (£11.0) და საკა (£10.4) ამ წუთისთვის პრემიერლიგის ფენტეზის საუკეთესო მოთამაშეები არიან.
თუ გსურს სამივე მათგანი გყავდეს გუნდში, ფინანსების ეკონომიურად გადანაწილება მოგიწევს. პრემიუმ მცველების აღზევების კვალდაკვალ (არსენალი, გვარდიოლი, VVD & TAA) უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყველაზე დაბალის საფასო ნიშნულის მქონე მოთამაშეებს.
• იფსვიჩმა ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, რაც მისი კალიბრის გუნდებისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია;
• გრივზმა პირველივე მატჩში ძელს გაარტყა ბურთი, შესაძლოა იაკობს დაბრუნება გოლით აღენიშნა;
GW15 BOU (H), GW16 WOL (A), GW17 NEW (H)
ყველას ვინც სალაჰი არ აკაპიტნა ეგვიპტელმა სამაგალითო გაკვეთილი ჩაუტარა. მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ თამაშობს მო, როგორც ჩანს სალაჰი პერმანენტულ კაპიტნად უნდა განვიხილოთ.
სალაჰის ასეთი სვლის ფონზე კაპიტნის არჩევისას 2 მთავარი წესით უნდა ვიხელმძღვანელოდ:
2. წესი #2 - არასდროს დავარღვიოთ წესი #1
GW9- ⚽, 10 ქულა
GW10- ⚽, 9 ქულა
GW11- ⚽🅰️, 14 ქულა
GW12- ⚽⚽, 13 ქულა
GW13- ⚽🅰️, 13 ქულა
GW14- ⚽⚽️🅰️, 18 ქულა
თუ წესების დაცვა დიდად არ გიყვარს, სხვა ალტერნატივაც არსებობს, საიდანაც ყველაზე გამორჩეული პალმერისა და ნიკო ჯექსონის ვარიანტებია. ევერტონი სავარაუდოდ უკიდურესად დაბალი დაცვითი ბლოკით ითამაშებს, რაც ლივერპულსა და სალაჰს თამაშის გახსნას გაურთულებს. თუმცა არ დაგავიწყდეს ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ „კანფეტები“ იუნაიტედთან განადგურდნენ.
ბოლოს კი გაგახსენებ, რომ „მამლებთან“ გამართულ 2 შეხვედრაში ნიკო ჯექსონმა 4-ჯერ მოახერხა მათი კარის აღება. სპურსი კი ძალიან არასტაბილურ ფორმაშია:
❌ 3-2 🆚 გალათასარაი
❌1-2 🆚 იფსვიჩი
✅0-4 🆚 სიტი
🤝2-2 🆚 რომა
🤝1-1 🆚 ფულჰემი
❌1-0 🆚 ბორნმუთი
ტოპ FPL მოთამაშეები რომელსაც 4 ყვითელი ბარათი აქვს.
შეგახსენებ, მე-5 ბარათის მიღების შემთხვევავში ფეხბურთელები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისჯებიან.
⚠️ ჯექსონი, ნეტუ
⚠️ კლიუვერტი
⚠️ კონატე
⚠️ შარი
⚠️ გაბი ჯესუსი
⚠️ პაკეტა, ემერსონი, სოუჩეკი
⚠️ ნდიდი
წარმატებებს გისრუვებ.
ავტორი: გიორგი მახარაძე














