„პრემიერ ლიგის ფენტეზი მარათონია და არა სპრინტი.“
ასე ჟღერდა, სეზონის და 24-ე ტურის სტარტზე გაჟღერებული მთავარი რჩევა. პრემიერ ლიგის ფენტეზი - მარათონია და ამ ხანგრძლივ დისტანციაზე წარმატების მისაღწევად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება „Double“ და „Blank“ სათამაშო კვირებს. სწორედ ასეთ ტურებში ნავიგაციისთვის უნდა გამოიყენო პრემიერ ლიგის ფენტეზის დახმარებები.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს 25-ე ტურის მიმოხილვაში ყველა იმ მნიშვნელოან ინფორმაციას ნახავ, რაც ზედიზმედ მე-2 ორმაგი ტურისთვის გჭირდება.
გახსოვს რამდენი ხნის წინ მოუგო ფორესტმა „თოლიებს“ 7-0 ?
მარათონული 24-ე ტური მხოლოდ და მხოლოდ 2 დღის წინ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, ქვევით ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა რაც 25-ე ტურის წინ აუცილებლად უნდა იცოდე:
🚨 პარასკევს საღამოს, გასული სათამაშო კვირის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ DGW25_ი დაადასტურა. შესაბამისად 24_ე ტურის წინ სრული ქაოსი სუფევდა. ამ გადაწყვეტილებამდე სალაჰის triple captain უალტერნატივო სტრატეგია იყო, თუმცა DGW25_ის ძალაში შესვლის შემდეგ Asistent Manager_ის ქარდმაც ბევრი „მიმდევარი“ შეიძინა, საბოლოოდ გამოყენებული დახმარებები ასე გადანაწილდა:
🔴 1,088,115 - Triple Captain: სალაჰი (29 ქულა)
🔴 577,721 - Assistent Manager: სლოტი (15 ქულა)
🔵 416,252 - Assistent Manager: მოიესი (22 ქულა)
🚨 არ გამოგრჩეს DGW25_ის დედლაინი პარასკევსაა, 14 თებერვალს, 22:30_ზე;
🤕 კაი ჰავერცისთვის სეზონი დასრულებულია;
👀 ვოტკინსმა ვილას სათასო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მის დაბრუნებას იფსვიჩთან ელიან თუმცა ოლის წუთები კითხვის ნიშნის ქვეშაა;
🤕 ნიკო ჯექსონი აპრილის დასაწყისამდე გამოაკლდება გუნდს;
🧤 რობერტ სანჩესმა ძირითადად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მარესკამ პრეს კონფერენციაზეც დადასტურა, რომ სანჩესი აღარაა ჩელსის პირველი კიპერი.
🏆 კარაბაოს თასის ფინალში ერთამანეთს ლივერპული და ნიუკასლი დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ლივერპულსა და ვილას 29_ე ტურში BGW_ი ექნებათ, უდიდესი ალბათობით იგივე ბედი ელის ნიუკასლისა და პალასის მატჩსაც.
🚑 ჯექსონის, ჰავერცისა და ვოტკინსის ამბების კვალდაკვალ ლაზარეთში არიან გორდონი და აკანჯიც. გავრცელებული ხმების მიხედვით გორდონი სიტისთან მატჩამდე შეძლებს მომჯობინებას, აკანჯი კი შესაძლოა გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდეს.
რატომ არის მიმდინარე სეზონის DGW განსაკუთრებით მნიშნელოვანი ?
პრემიერ ლიგის ფენტეზის 2024/25 სეზონში ორმაგი სათამაშო ტურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში ძალაში შევიდა FA Cup_ის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ფრედ ნათამაშები მატჩის შემთხვევაში გადათამაშების ნაცვლად, გუნდები პირდაპირ თერთმეტმეტრიანებს შეასრულებენ.
აქამდე FA Cup_ზე ფრედ დასრულებული მატჩები ხშირად ხდებოდა DGW_ების მიზეზი, წელს კი ეს იშვიათია სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ „Double“ და „Blank“ სათამაშო ტურებს კიდევ უფრო დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.
რომელი გუნდები ითამაშებენ DGW25_ს და როდის?
25_ე სათამაშო კვირის ორმაგ ტურში ლივერპული და ასტონ ვილა მიიღებენ მონაწილეობას. ლივერპული ზედიზედ მე-2 ორმაგ ტურს ითამაშებს, რაც უიშვიათესი მოვლენაა. ასტონ ვილა ორივე თამაშს შინ ჩაატარებს. ლივერპული, ვულვზთან საშინაო მატჩის შემდეგ ვილა პარკზე ეცდება მორიგი 3 ქულის მოპოვებას. პირველი წრის მატჩში, ენფილდზე ლივერპულმა ვილანები 2-0 დაამარცხა. იმ შეხვედრაში სალაჰის ანგარიშზე გოლი და ასისტი იყო:
🔴 ლივერპული 🆚 WOL (H), AVL (A)
🦁 ასტონ ვილა 🆚 IPS(H), LIV(H)
გადადებულ მატჩსა და ტურს შორის ხანგრძლივი პაუზა აღარ გვექნება. ასტონ ვილასა და ლივერპულის შეხვედრა ოთხშაბათს 23:30 წუთზე გაიმართება.
ვინ შეიძლება ავიყვანოთ DGW25_ში ასტონ ვილადან ?
🦁 მორგან მორჯერსი (£5.6) - მორგან როჯერსი ვილანების რიგებიდან ყველაზე საიმედო FPL აქტივია. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი პრემიერლიგურ მატჩებში ვერ ბრწყინავს, ჩემპიონთა ლიგასა და Fa Cup_ზე მორგანმა საუცხოო თამაში აჩვენა. ახლა კი უკვე დროა მისმა სათამაშო ფორმამ პრემიერ ლიგაშიც მოგვიტანოს დივიდენდები.
ერთადერთი გარემოება რაც როჯერსს მცირედით უკარგავს ხიბლს, ინგლისელის ყვითელი ბარათებისკენ მიდრეკილებაა. მორგანს უკვე 8 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, თუ უახლოეს მომავალში მისი ყვითელი ბარათები 10_იან ნიშნულს მიაღწევს , მაშინ როჯერსს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს.
შეგახსენებ ბოლო 3 პრემიელიგური მატჩიდან მორგანმა სამივეში მიიღო გაფრთხილება ⚠
🦁 ოლი ვოტკინსი (£8.9) - ოლიმ ბოლო 5 პრემიელიგურ შეხვედრაში 3 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რაც მოახლოვებული DGW_ისთვსის სასურველი შედეგია. ორმაგი ტურის წინ ვოტკინსის ყიდვა, დიდი ცდუნებაა, თუმცა არ დაგავიწყდეს ინფორმაცია მისი ტრავმის შესახებ.
“Sunday (09.FEB), I think he is not going to be available. Tomorrow, I think he is not going to train as well, because he will need more days to recover. Hopefully, for next week, he will be available.”
სამწუხაროდ სიახლეს ვოტკინსის შესახებ, ემერი პრეს-კონფერენციაზე იმ დროს გააჟღერებს, როდესაც La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვა უკვე ჩაშვებული იქნება.
თუ ვოტკინსის ყიდვას აპირებ, არ გამოგრჩეს ხსენებული საფრთხე (ტრავმა) ფიტნესის პრობლემებთან აქტუალურობას არ კარგავს მთავარი კითხვა, რომელიც ვოტკინსის ყიდვას უნდა უძღოდეს წინ - ვინ გავყიდით მის სანაცვლოთ? ისაკის და ვუდის გაყიდვა, რეკომენდირებული არაა.
🦁 ლუკა დინი (£4.6) - მიმდინარე სეზონში ვილანების უკანა ხაზის მაშინაც კი არ გამოირჩეოდა სტაბილურობით, როდესაც ასტონ ვილას საკადრო პრობლემები არ ჰქონდა. ახლა კი დაცვაში მოხშირებული ტრავმების ფონზე ასტონ ვილას მცველის ყიდვა რეკომენდირებული არაა. თუ მაინც გადაწყვეტ გარისკვას, დინი საუკეთესო არჩევანია.
DGW_ში იმ ფეხბურთელების ყიდვა, რომლებიც 2 მატჩს თამაშობენ, დიდი ცდუნებაა თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება - BGW 29.
მენეჯერების უმრავლესობას 3 ფეხბურთელი უკვე ჰყავს ლივერპულიდან, თუ გუნდს ვილას მოთამაშეებითაც გადატვირთავთ 29_ე ტურში დიდი საფიქრალი გექნებათ. შეგიძლიათ ლივერპულის ფეხბურთელები სკამზე გაამწესოთ და ასე გაუმკლავდეთ BGW29_ს, მაგრამ რას იზავთ თუ ასტონ ვილადანაც 3 ფეხბურთელი გეყოლებათ ? მოასწრებთ მათ გაყიდვას?
ასტონ ვილა 🆚️ ლივერპულის, მატჩი 29-ე სათამაშო კვირის ნაცვლად 25 ტურში ჩატარდება, შესაბამისად ყველა ის დამატებითი ფეხბურთელი, რომელსაც ვილადან იყიდი, შემდგომ 29_ე ტურამდე გასაყიდი გეყოლება, რასაც ნეგატიური გავლენა ექნება სამომავლო ტრანსფრებზე.
რა თქმა უნდა, შეგიძლია BGW29_ს Free Hit_ის გამოყენებით გაუმკლავდება, ამ შემთხვევაში ზევით გაჟღერებული კითხვის ნიშნები აქტუალურობას კარგავს, მაგრამ არ უნდა გამოგრჩეს ისიც რომ FH_ი შესაძლოა სეზონის სხვა მონაკვეთში დაგჭირდეს, მაგალითად BGW34_ში, როდესაც ყველაზე დიდი „ცარიელი“ ტურია მოსალოდნელი.
ჩვენი დასკვნითი რეკომენდაცია ასტონ ვილას შესახებ - სჯობს სწორება მორგან როჯერსზე გააკეთო და მხოლოდ 1 ტრანსფერით შემოიფარგლო.
ვილას ფეხბურთელების დანაკლისს ემერიზე AM ქარდის გააქტიურებით დააკომპენსირებ. თუ მაინც გადაწყვეტ ვოტკინსის ყიდვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინე თუ მის საყიდლად ვუდის ან ისაკის გაყიდვა არ მოგიწევს.
DGW24_ის შემდეგ წესით DGW25_ს ლივერპულის ფეხბურთელებით კარგად დამოკმპლექტებული უნდა შეხვდე. ამიტომ სჯობს სატრანსფერო ძალისხმევა ასტონ ვილაზე ან ასისტენტ მენეჯერზე მიმართო. თუ როგორღაც ისე მოხდა, რომ სლოტის ჩათვლით 3 ლივერპულელი არაა შენს გუნდში, ქვევით მერსესაიდელების საუკეთესო ფეხბურთელებია ჩამოთვლილი:
🔴 სალაჰი (£13.7) - ეგვიპტელი უალტერნატივოა.
🔴 ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (£7.4) - ტრავმის შემდეგ არნოლდმა დაახლოებით 30 წუთი გაატარა მოედანზე. ბრედლის ცუდი მატჩის გათვალისწინებით ტრენტს DGW25_ის ორივე შეხვედრაში სასტარტოში უნდა ველოდოთ
🔴 ვირჯილ ვან დეიკი (£6.4) - ვირჯილს ყველაზე ნაკლებად ემუქრება როტაცია, თუმცა VVD ბონუს ქულებთან „არ მეგობრობს“ და ვეღარც ძველებულად სახიფათოა შეტევაში
🔴 კონატე (£5.2) - ბიუჯეტური ალტერნატივაა, თუმცა ისიც მოიკოჭლებს ბუნუს ქულებსა და ხიფათის შექმნაში
🔴 ❌ რობერტსონი (£5.9) - საკუთარი თავის აჩრდილია. მიმდინარე სეზონში არც გოლი აქვს და არც ასისტია. არ გაეკარო.
🔴 ალსიონი (£5.5) - DGW24_ში ბრეზილიელმა ლივერპულის უკანახაზელებიდან ყველაზე მეტი ქულის მოგროვება შეძლო, რაც მთავარია აჯობა გაკპოს. მე-3 ფეხბურთელად ლივერპულის შემადგენლობიდან გაკპოს ან ალისონს განიხილავდნენ. ბეკერის ყიდვა ცოტათი დაგვიანებულია, თუმცა მისგან ქულებს კვლავ უნდა ველოდოთ.
🔴 გაკპო (£7.6) – ნიდერლანდელისგან ბევრად უფრო მეტს ელოდნენ, თუმცა ამ ეტაპისთვის კოუდი მხოლოდ ასისტით შემოიფარგლა. გაკპოს რეაბილიტაციის შანსი DGW25_ში ექნება მისი გაყიდვა ჯერ ადრეა, ყიდვა კი კვლავაც არაა დაგვიანებული.
თუ DGW25_ში Asistent Manager_ის გააქტიურებას გეგმავ, უნაი ემერი (£0.8) საუკეთესო კანდიდატურაა. ემერიზე გადაწყობა შეგიძლია იმ შემთხვევაშიც, თუ Asistent Manager_ის ქარდი 24-ე ტურში გამოიყენე და სლოტის ნაცვლად მოიესზე შეაჩერე არჩევანი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ, 24-ე ტურში სლოტი აიყვანე, ტრანსფერი დახარჯვა და ემერის ყიდვა ძალიან სარისკო და ნაკლებად რეკომენდირებული გადაწყვეტილებაა.
მთავარი მიზეზი რის გამოც ესპანელი AM_ისთვის საუკეთესო კანდიდატურად ითვლება ზედიზედ გასამართი 3 საშინაო მატჩია. ემერის შეგირდები შინ ჩატარებულ მატჩებში განსაკუთრებით კარგად გამოიყურებიან.
ვილანებმა, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 12 საშინაო შეხვედრაში: 7-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრე ითამაშეს და მხოლოდ 1 მატჩში დამარცხნდნენ, ისიც მე-2 ტურში არსენალთან. იმ შეხვედრაში ასტონ ვილამ მეთოფეებს უამრავი პრობლემა შეუქმნა, მათი მოსალოდნელი გოლების ალბათობა 1.96 იყო, თუმცა რაიასა და უიღბლობის გამო ვილანებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მიმდინარე სეზონის სხვა რთულ საშინაო მატჩებში, ასტონ ვილა სოლიდურად გამოიყურებოდა:
1-0 🆚️ ბაიერნი
0-0 🆚️ მანჩესტერ იუნაიტედი
2-0 🆚️ ბოლონია
1-1 🆚️ ბორნმუთი
0-0 🆚️ იუვენტუსი
2-1 🆚️ მანჩესტერ სიტი
მეორე საშინაო შეხვედრაში ასტონ ვილა გამძვინვარებულ ლივერპულს დაუპირისპირდება. ძნელია სათქმელია რისი იმედი უნდა გვქონდეს ამ მატჩიდან, თუმცა თუ ემერიმ ლივერპულთან გამკლავება მოახერხა, დიდ რისკს დიდი ჯილდოც მოჰყვება ცხრილის ბონუსის სახით. ამ გუნდებს შორის ვილა პარკზე გამართულ ბოლო 5 მატჩში 28 გოლი გავიდა!
✅ ზედიზედი ორი საშინაო მატჩი. შინ ემერი მე-2 ტურის შემდგომ დაუმარცხებელია;
✅ იოლი მატჩი იფსვიჩის წინააღდეგ;
✅ ცხრილის ბონუსის შესაძლებლობა ლივერპულთან;
✅ ვილა ლიგის მერფედფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავიდა, შესაბამისად დასვენებულია.
თუ AM_ს DGW25_ში გააქტიურებ, ემერის მომდევნო ტურებში შემდეგი მატჩები ელის:
GW26 🆚️ ჩელსი (H)
GW27 🆚️ კრისტალ პალასი (A)
შეგახსენებ როდესაც AM_ს ააქტიურებ ტრანსფერი არ გეხარჯება, თუმცა თუ მენეჯერის შეცვლას გადაწყვეტ, ამისთვის უკვე ტრანსფერის გამოყენება დაგჭირდება.
25-ე ტურიდან „ალუბლებს“ საუცხოო კალენდარი ეწყებათ:
GW25 – SOU (A) ✈️
GW26 – WOL (H) 🏡
GW27 – BHA (A) ✈️
GW28 – TOT (A) ✈️
GW29 – BRE (H) 🏡
GW30 – IPS (H) 🏡
შესაბამისად ბორნმუთის ფეხბურთელებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე კვირიდან აიღებს სტარტს. თუ DGW25-ის მოთამაშეების გარდა სხვა ტრანსფერებსაც განიხილავ, ირაოლას შეგირდები საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენენ.
დიდი ალბათობით DGW25_ში, პრემიერ ლიგის ფენტეზის ბევრი მენეჯერი გამოიყენებს “Asistent Manager”_ის ქარდს, რისთვისაც დამატებითი ბიუჯეტი იქნება საჭირო. თუ კლიუვერტისა (£5.9) და სემენიოს (£5.7) საყიდლად ბიუჯეტი არ გყოფნის, ამ შემთხვევაში დანგო ძალიან საინტერერსო არჩევანია.
გადაწყვეტილების მიღებაში ეს ცხრილი დაგეხმარება, სადაც ბოლო 4 ტურის ინფორმაციაა თავმოყრილი: GW21 - GW24. 21-ე სათამაშო კვირიდან „ალუბლების“ ტრავმირებული ფორვარდების პოზიცია დანგომ დაიკავა. ახალ სქემაში კლიუვერტმა 10_იანი როლი მოირგო, შედეგი კი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ კლიუვერტი მეტ დიდ შანსში იღბებს მონაწილეობას ვიდრე სემენიო და დანგო, ამასთანავე გაიზარდა მისი დარტყმების გოლად კონვერტაციის მაჩვენებელიც.

🅰️ 1 ასისტი
⚽️ 1 გოლი
✅ 1 ორნიშნა ქულა
🎯 27 FPL ქულა
⭐️ 3 ბონუს ქულა
მილოშ კერკეზის საუკეთესო ბიუჯეტურ ალტერნატივა დინ ჰაუსენია (£4.4). ნიდერლანდელ-ესპანელი უნგრელზე 0.6_ით იაფია, ამასთანავე ის განსაკუთრებით სახიფათო სტანდარტულებზეა.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს 25-ე ტურის წინ კოულ პალმერი ყველაზე გაყიდვადი ფეხბურთელების ათეულშია. ჩელსის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, თუმცა, როგორ კონდინციაშიც არ უნდა იყვნენ „ლურჯები“, პალმერის გაყიდვა „ცეცხლთან“ თამაშის ტოლფასია.
❌ 25_ე ტურამდე ბრაიტონი და ჩელსი ერთმანეთს 8 თებერვალს, FA Cup_ზე დაუპირისპირდნენ. პალმერს, ისევე როგორც ჩელსის სხვა შემტევებს ჩუმი მატჩი ჰქონდა. პარასკევს „ლურჯები“ Amex Stadium_ს ამჯერად უკვე პრემიერ ლიგის ეგიდით ესტუმრებიან
✅ პირველი წრის მატჩში პალმერმა „თოლიებს“ პოკერი შეუსრულა ⚽⚽⚽⚽, ამ შეხვედრაში პალმერმა 25 ქულას მოუყარა თავი, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.
✅ არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ 24_ე ტურში ბრაიტონმა 7 გოლი გაუშვა !
✅ დეკემბრიდან მოყოლებული კოულ პალმერის მოსალოდნელი საგოლე გადაცემის მანჩვენებელია (xA) 3.24_ია, თუმცა მისი ასისტების გრაფაში 0_ია. ჩელსის 20_იანი კვლავინდებურად ბევრ შანსს ქმნის, რომელსაც მისი თანაგუნდელები ვერ იყენებენ.
✅ ჩელსის ხელსაყრელი კალენდარი აქვს, განსაკუთრებით მიმზიდველად საშინაო მატჩები გამოიყურება. გარდა ამისა, თუ BGW29_ში FH_ის გამოყენებას არ აპირებ, „ლურჯებს“ თამაშის გამოტოვების საფრთხე არ ემუქრებათ:
GW26 – AVL (A) ✈️
GW27 – SOU (H) 🏠
GW28 – LEI (H) 🏠
GW29 – ARS (A) ✈️
🅰️ 1 ასისტი (პალმერის დარტყმა ავტოგოლი გამოიწვია, რის გამოც პალმერს ასისტი ჩაეწერა)
⚽️ 2 გოლი
✅ 2 ორნიშნა ქულა
🎯 30 FPL ქულა
⭐️ 8 ბონუს ქულა
25_ე ტურის წინ კიდევ ერთი დიდი მოულოდნელობა ალექსანდრ ისაკის (£5.7) ყველაზე გაყიდვადი ფეხბურთელების ხუთეულში ხილვაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რთული კალენდარია, თუმცა არ უნდა გამოგრჩეს, რომ შვედი განსაკუთრებით სახიფათო კონტრიერიშებზეა. ამაზე მეტყველებს ისაკის მიმდინარე სეზონის (2024/25) პრემიერლიგური სტატისტიკაც ტოპ გუნდების წინააღმდეგ:
🆚 CHE ⚽️
🆚 ARS ⚽️
🆚 NFO ⚽️🅰️
🆚 LIV ⚽️🅰️
🆚 MUN ⚽️
შეგახსენებ ნიუკასლის შემდეგი მეტოქე სიტია, დაცვა კი მიმდინარე სეზონში მანჩესტერელების აქილევსის ქუსლია. ქალაქელებმა არსენალისგან 5 გოლის გაშვების შემდეგ, FA cup_ზე პირველი ლიგის გუნდთანაც ვერ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა. მეტიც სიტის მატჩის მიწურულს დრო გაყავდა.
გარდა ამისა გვარდიოლას შეგირდების მადრიდის რეალთან მორიგი გამოცდა ელით, რა დღეში ჩააგდეს მადრიდელებმა პეპის უკანა ხაზი, ეს რამდენიმე დღის წივ ვნახეთ. ნიუკასლის მატჩიდან 4 დღეში ქალაქელებს ურთულესი გასვლა ელით ბერნაბეუზე. ამ ფონზე დიდი შანსია, რომ ისაკი სიტისთვის „სასიკვდილო იარაღად“ იქცეს.
🅰️ 1 ასისტი
⚽️ 5 გოლი
✅ 2 ორნიშნა ქულა
🎯 40 FPL ქულა
⭐️ 8 ბონუს ქულა
🔸BGW29 – Blank ანუ ტური ნაკლები მატჩით. BGW_ი 29-ე სათამაშო კვირას ჩაინიშა. რაც ნიშნავს იმას, რომ ტურში 10 მატჩის ნაცვლად 8 შეხვედრა ჩატარდება. BGW_ს Carabao_ს თასის ფინალისტები და მათი ოპონენტები გამოტოვებენ:
ლივერპული;
ასტონ ვილა;
ნიუკასლი;
კრისტალ პალასი.
🔸DGW33 - მოსალოდნელია, რომ 33-ე ტურში ყველაზე დიდ ორმაგ ტურს უნდა ველოდოთ, დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ 30_ე ტურის შემდგომ, ან დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე გვექნება. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგანაც ამ ინფორმაციას შეუძლია გავლენა იქონიოს ვაილდქარდის გამოყენებაზე.
🔸BGW34 - სავარაუდოა, რომ 34-ე ტური სეზონის ყველაზე მასშტაბური „ცარიელი“ ტური იქნება, შესაბამისად მისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. გადადებული მატჩების რაოდენობა Fa cup_ზე პრემიერლიგური გუნდების წარმატებაზეა დამოკიდებული.
🔸DGW36 - ვარაუდობენ რომ 33-ე ტურზე შედერაბით ნაკლები გუნდი მიიღებს ორმაგ ტურში მონაწილეობას, სტრატეგიის დაგეგმვისას ესე ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
🔸BGW37 - შედარებით ნაკლებსავარაუდოა თუმცა, მაინც გქონდეს მხედველობაში.
რაც შეეხება დახმარებების გამოყენების ოპტიმალურ სტრატეგიას, მოცემული მომენტისთვის ეს ვითარება გვაქვს:
✅ TC - ტრიპლ კაპიტანი - დიდი ალბათობით 24-ე ტურში უკვე გამოიყენე, თუ არა, მაშინ ამისთვის საუკეთესო ფანჯარა, რომელიმე DGW_ია, სავარაუდოდ 36-ში, რადგანაც 33-ე ტურში Banch boost_ის გამოყენებისთვის უფრო ხელსაყრელი ვითარება იქნება.
✅ ვაილდქარდი - 30-32 ტურის შუალედში, როდესაც ინფორმაცია გვექნება DGW33_ის შესახებ. იმისთვის რომ პირველმა გაიგო მსგავსი სიახლეები, თვალი ადევნე La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვებს.

✅ FH - Free Hit - ოპტიმალურია 34_ე ტურში, ცარიელ (BGW) ტურთან გასამკლავებლად. მიუხედავად იმისა, რომ 29-ე ტურშიც ნაკლები თამაში ჩატარდება, FH_ს შენახვა 34_ისთვის იქნება უკეთესი, სადაც მეტი მატჩის გადადებაა მოსალოდნელი. 29_ე ტურისთვის მომზადება შეგიძლია უკვე დაიწყო. ტრანსფერების დაგეგმვისას BGW29_ე მხედველობაში უნდა გქონდეს, საუკეთესოა სტრატეგია კი ტრანსფერების დაგროვებაა, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გაქვს.
შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას - ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე















