საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ქართველების ანგარიშზე ამ დროისთვის, 5 მედალია.
ანა ჯაფარიძე (-52კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ლიკუნა ჩაჩიბაიამ (-47კგ), ნატა ოჩიგავამ (-57კგ), მარიამ ნინიაშვილმა (-52კგ) და სანდრო მეგრელიშვილმა (-63კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მიუნხენში ევროპის ჩემპიონატი 11 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება.








