ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ფეხბურთელია! "ბლაუგრანამ" 31 წლის პორტუგალიელი განაპირა მცველის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
მხარეებს შორის 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო რაც შეეხება სათამაშო ნომერს, ჟოაუ კანსელუმ #2 ნომერი შეარჩია.
There are places you never forget.
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 13, 2026
Welcome back to Barça, João 💙❤️ pic.twitter.com/uoA7Gr0Pj9
ჟოაუ კანსელუს, რომ ევროპაში დაბრუნდება სურდა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ. განიხილებოდა იუვენტუსისა და ინტერის ვარიანტებიც, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ბარსელონაში სურდა, შესაბამისად, გარიგებაც მარტივად დაიხურა.
შეგახსენებთ, ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ღირსებას 2023-24 წლებშიც იცავდა და მისთვის "ბლაუგრანაში" თამაში უცხო ნამდვილად არაა.
















