ოფიციალურად — ოთარ მამაგეიშვილი იბერიადან კარიერას პორტუგალიურ
ფამალიკაუში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის ლიგის ბინადარი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც ირკვევა, ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ფამალიკაუ პორტუგალიის ლიგაში 19 ტურის შემდეგ, 21 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
"ეს ტრანსფერი უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემი კარიერისთვის. ფამალიკაუს გეგმები მაიძულებს დავრწმუნდე, რომ ეს სწორი ნაბიჯია ჩემი კარიერის განვითარებისთვის. კლუბის პროექტი, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრების ვნება იყო ფუნდამენტური იმისთვის, რომ მიმეღო ჩემი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება და ახალ გამოწვევას დავთანხმებულიყავი", - განაცხადა ოთარ მამაგეიშვილმა.