იტალიის სერია ბ-ს 22-ე ტურში "კრემონეზე" საკუთარ მოედანზე "ბრეშიას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 30-ე წუთზე გაიტანეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო "კრემონეზეს" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და მთელი მატჩი დამაჯერებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ "კრემონეზეს" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოგებული აქვს და 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს. ისინი მხოლოდ ლიდერ "პარმას" ჩამორჩებიან.
ფაქტია, ლოჩოშვილი და "კრემონეზე" 2024 წელს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდნენ და თუ ასე გააგრძელებს, ქართველს მომავალ სეზონში კვლავ სერია ა-ში ვიხილავთ.