მილანი შედარებით გვიან, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურებას იწყებს — "როსონერი" ახლოსაა ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის მარჯვენა მცველის
კაილ უოკერის დამატებასთან. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, გამოცდილი განაპირა მცველისთვის 2.5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, უოკერი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს გაწყვიტავს და მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მხარეებს შორის უახლოეს საათებში ახალი კონტაქტი შედგება, რა დროსაც დიდი ალაბთობით ტრანსფერი დაიხურება.

სერჟიო კონსეისაუს გუნდი შეტევის გაძლიერებასაც გეგმავს. მას შემდეგ, რაც მარკუს რაშფორიდის ტრანსფერი ჩაიშალა, იტალიური გრანდი ჩელსის ჟოაუ ფელიქსის თაობაზე დაუკავშირდა. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, მილანს ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს, თუმცა ლონდონელები ამ მომენტისთვის მსგავს გარიგებაზე თანახმა არ არიან. სიტუაცია დიდი შანსია უახლოეს დღეებში შეიცვალოს, რადგან 25 წლის პორტუგალიელს ჩელსის დატოვება სურს.
შეტევაში განიხილება ჯოვანი რეინას ვარიანტიც. მილანის უფროსობა ამერიკელი ფეხბურთელის თაობაზე დორტმუნდის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
მილანი 3 თებერვლამდე მინიმუმ ორი გარიგების დახურვას გეგმავს, თუმცა არის შანსი მესამე ტრანსფერიც განახორციელოს. საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი კვლავ რჩება და უახლოეს დღეებში ქართველი ფეხბურთელის თაობაზე სიახლეებს ველოდებით.