კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევანის ნოაჰმა ბევრისთვის მოულოდნელად ათენის აეკი დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვების გარდა, ამ შეხვედრაში საინტერესო ის იყო, რომ სომხური გუნდის მხრიდან ერთ-ერთ გოლი მეკარემ, ოგენ ცანცარევიჩმა გაიტანა, თანაც საკუთარი საჯარიმოდან. სომეხ კარის დარაჯთან ერთად, გავიხსენოთ სხვა მეკარეებიც, რომლებმაც თავი გატანილი გოლებით დაგვამახსოვრეს.
ალისონ ბეკერის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი თავური
ლივერპული ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე იდგა, როდესაც გუნდს გადამრჩენელად ალისონი მოევლინა. ვესტ ბრომვიჩთან მატჩში 1:1 ფიქსირდებოდა, საჭირო იყო გოლი, რომელიც მერსისაიდელებმა ბეკერის დახმარებით გაიტანეს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ჩაწოდება და ბრაზილიელი კარის დარაჯის თავური შესრულება.
ასმირ ბეგოვიჩი ქარის დახმარებით არტურ ბორუცის კარს იღებს
გოლი, რომელიც 2018 წლამდე პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ბურთების 10-ეულში იყო. სტოკი - საუთჰემპტონი; ბეგოვიჩი - ბორუცი, შეხვედრის მე-13 წამზე მასპინძელთა მეკარე აწვდის საჯარიმოში, მაგრამ ქარის დახმარებით, ბურთი სტუმართა კარში შედის.
ალბერტო ბრინოლი მილანთან გოლით ბენევენტოს 13-მატჩიან წაგებათა სერიას ასრულებს
სერია ა-ში აღზევების შემდეგ, ბენევენტო პირველ 13 შეხვედრაში დამარცხდა, რითაც ანტირეკორდი დაამყარა. ეს გუნდი ახლოს იყო ზედიზედ მე-14 მატჩის წაგებასთანაც, როდესაც მილანის სასარგებლოდ 2:1 ფიქსირდებოდა, მაგრამ 95-ე წუთზე, ბრინოლიმ "ალქაჯებს" ისტორიული ქულა მოუტანა.
რეკორდსმენი როჟერიო სენის ულამაზესი ჯარიმა
როჟერიო არის მეკარე, რომელმაც თავის კოლეგებს შორის ყველაზე მეტი, 129 გოლი გაიტანა. ის იტანდა როგორც ჯარიმებს, ისე პენალტებსაც. გამოსარჩევია ულამაზესი სტანდარტი კორინთიანსის კარში, რომელიც სენისთვის საიუბილეო, მე-100 გატანილი ბურთი იყო.
ლივერპულის ყოფილი მეკარის ქუსლით გატანილი გოლი ერედივიზიაში
მარტინ ჰანსენს არ ჰქონია ლივერპულში დამკვიდრების შესაძლებლობა, კარიერის საუკეთესო წლები კი მან დენ ჰაგში გაატარა. სწორედ ერედივიზიონში თამაშის დროს დანიელმა კარის დარაჯმა ქუსლით ულამაზესი ბურთი გაიტანა.
მორიელის დარტყმის ავტორი რივერ პლეიტს უტანს გოლს
რენე იგუიტა ისტორიაში შევიდა, როგორც მორიელის დარტყმის ავტორი, თუმცა ის არც გოლების გატანაზე ამბობდა უარს. მის ანგარიშზე საერთო ჯამში 40-ზე მეტი ბურთია. კოლუმბიელი კარის დარაჯის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი არის ჯარიმა რივერ პლეიტის წინააღმდეგ.
იენს ლემანის გოლი რურულ დერბიში
ლემანი არის ის იშვიათი ფეხბურთელი, რომელმაც თავის დროზე ითამაშა როგორც დორტმუნდის ბორუსიაში, ისე გელზენკირხენის შალკეშიც. მის ანგარიშზე არის გოლიც რურულ დერბიში, როდესაც ის "მაღაროელებში" თამაშობდა.
სამხრეთ აფრიკელი მეკარის მაკრატელა
უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მეკარე ჩადის საჯარიმოში და თავით იტანს გოლს, თუმცა მაკრატელა? თქვენს წინაშეა ოსკარინ მასულეკეს შედევრი. ის ამ გოლით პუშკაშის ჯილდოს ნომინანტებს შორისაც მოხვდა.
ივან პროვედელის გოლი ატლეტიკოს კარში ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის განვლილი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. ლაციო საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა ატლეტიკოსთან, როდესაც მატჩის 94-ე წუთზე, მასპინძლების გადარჩენა პროვედელმა შეძლო.
38 წლის პეტერ შმეიხელის გოლი ასტონ ვილას მაისურით
შმეიხელმა კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, თუმცა დასამახსოვრებელი მომენტები მას სხვა გუნდებშიც ჰქონდა. პირველ რიგში, გამოსარჩევია პეტერის გოლი ასტონ ვილას მაისურით, რომლის გატანის მომენტისთვის ის უკვე 38 წლის იყო.
ასევე გამოსარჩევია: ალი აჰამადა, ჰანს-იორგ ბუტი, ხოსე ლუის ჩილავერტი, ჯიმი გლასი, ანდრეს პალოპი, მარტ პოომი, პოლ რობინსონი, ბენ უილსონი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები UFC-ში შეირყა - მერაბ დვალიშვილი დამარცხდა პიოტრ იანთან საჩემპიონო ბრძოლაში, ილია თოფურია კი ასევე ქამარზე თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან, რითაც კარიერაში პირველი წაგება მიითვალა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში…
RAF-ის ყველაზე სკანდალური ივენთის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. რატომ ყველაზე სკანდალური? მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად - მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდელები თავს დაესხნენ. მათი მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკურ…
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან წავიდა. 23-წლიანი თავგადასავალი, რომელიც მოიცავდა 234 მატჩს, 146 გოლსა და 3 ტიტულს, რითაც პირენეელები ახალ საფეხურზე ავიდნენ. გავიხსენოთ, როგორ დაიტანა პორტუგალიელმა ფორვარდმა თავისი ეროვნული გუნდი საუკეთესო ნაკრებთა რუკაზე. ვარსკვლავის და…
კომო - არა მხოლოდ იტალიური, არამედ უკვე ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ბოლო წლების მთავარი სენსაცია. გუნდი, რომელიც გასცდა სერია ა-ს ფარგლებს და რეკორდების დამყარება დაიწყო მთავარ საკლუბო ტურნირზეც კი, თანაც, სადებიუტო სეზონში. განვიხილოთ, რა დგას "ბიანკობლუს" წარმატების მიღმა. წარს…
2026 წლის ოქროს ბურთი ჰარი კეინს გადაეცა. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე ის გახდა რიგით მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც ბალონ დ'ორი მოიგო. 70-წლიანი ციკლი, რომელიც შეკრეს სწორედ ბრიტანელებმა: სტენლი მეთიუზიდან - მიუნხენის ბაიერნის ფორვარდამდე. განვიხილოთ თითოეული მათგანის განვლ…
მერაბ დვალიშვილის ლეგენდარული სვლა გრძელდება. 2017 წლიდან - დღემდე, ვიხილეთ მისი დებიუტი UFC-ში, პირველი გამარჯვება, ტოპ 15-ში შესვლა, 61 კილოგრამ დივიზიონის წამყვან მებრძოლად ჩამოყალიბება, ქამრის მოპოვება, შემდეგ კი არაერთხელ დაცვა. ცალკე გამოსარჩევია ქართველი სპორტსმენის სტატის…
1990-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი - დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ ვისენტე დელ ბოსკეს რეალ მადრიდი, ოტმარ ჰიცფელდის ბაიერნ მიუნხენი და სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. საუკეთესო ლიგა ჰქონდა კალჩოს, “გრანდობას” კი უწინასწარმეტყველებდნენ ი…