ოფიციალურად — მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს! ამის შესახებ განცხადება თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გააკეთა და სოციალურ ქსელებში გამოსამშვიდობებელი ვიდეოც გამოაქვეყნა.
Knowing when stages come to an end.
— Casemiro (@Casemiro) January 22, 2026
Knowing when to say goodbye when you feel that you will be remembered and respected forever.
Four months to give my all for this badge and for our goal.
Eternal respect and affection for Manchester United and its wonderful fans.
Forever Red… pic.twitter.com/sCjgNyrimw
კაზემიროს ეს განცხადება მოულოდნელი თითქმის არავისთვის ყოფილა, რადგან მანჩესტერ იუნაიტედი და 33 წლის ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობდნენ. კლუბთან დაახლოებული წყაროები გასულ თვეებში სულ იმას წერდნენ, რომ მხარეები სეზონის დასრულების შემდეგ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებდნენ და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ეს ყოველივე სულ რამდენიმე წუთის წინ თავად დაადასტურა.
კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედში 2022 წელს გადაბარგდა. ბრაზილიელმა ამ დროში 146 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
















