მანგლისში მდებარე ლიდერობის აკადემია „საბადოს“ ტერიტორიაზე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა.
გათამაშებაში სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და გამარჯვებული 16 წყვილს შორის გამოვლინდა.
ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.
ფონდის ჩართულობითა და სუბსიდირებით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს.


















