La Gazzetta Padel Cup — ტურნირი 8 000-ლარიანი საპრიზო ფონდით!
6-8 ნოემბერს, თბილისში, Padelbade Krtsanisi-ში, Bybit Georgia-სთან ერთად La Gazzetta Padel Cup გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული გუნდი 5 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი 3 000 ლარი გადაეცემა.
ტურნირი C კატეგორიის მოთამაშეებისთვისაა განკუთვნილი და პადელის მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთს შეეჯიბრონ და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლონ.
ტურნირში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია PadelSpot-ის ვებგვერდზე შეუძლიათ, სადაც დამატებითი ინფორმაციისა და მონაწილეობის პირობების გაცნობაცაა შესაძლებელი.
მონაწილეობის სავალდებულო პირობა: დარეგისტრირდი, გაიარე ვერიფიკაცია და შეუკვეთე Bybit-ის ბარათი. ამის შემდეგ დაადეპოზიტე მასზე 100$ — ამის გარეშე რეგისტრაცია არ დადასტურდება. თანხა შენია: გამოიყენე ნებისმიერ ადგილას და მიიღე ქეშბექი.

















