საქართველო-უკრაინის მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა ინგლისური პრესა და ლივერპულის ქომაგები გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბარს არ წყვეტენ. მატჩის მიწურულს, 24 წლის მეკარემ საოცარი ორმაგი სეივი შემოგვთავაზა, რითაც საქართველო წაგებას გადაარჩინა. დღეს, რომ ვილი სანიოლის გუნდს 7 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად მამარდაშვილის დამსახურებაა.
"მამარდაშვილმა ორმაგი სეივით, ყველა კითხვას პასუხი გასცა" - OneFootball
"ახლა გასაგებია თუ რატომ გადაიხადა ლივერპულმა მამარდაშვილის სანაცვლოდ €30 მილიონი" - Liverpool.com
"ლივერპულის უფროსობას, ქართველმა ფეხბურთელმა დიდი თავის ტკივილი გაუჩინა — ვინ იქნება მომდევნო სეზონში პირველი ნომერი?" - FootBoom
"მამარდაშვილმა ფსონები მაღლა აწია... როგორც ჩანს, მომავალ სეზონში ენფილდზე მაღალი კლასის მეკარეების სიმრავლე იქნება" - Empire of The Kop
"რომ არა მამარდაშვილი, საქართველო დამარცხდებოდა" -
LFC Transfer Room
"მამარდაშვილი ძალიან ძლიერია, მისი სახით საოცარი მეკარე შევიძინეთ" - French Scousers
"მამარდაშვილი უბრალოდ დაუჯერებლად კარგია, ლივერპულს ვულოცავ მის ტრანსფერს" - Kyle Bonn