ოფიციალურად — ლუკა გაგნიძე გრანადას ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის გარიგება დაადასტურა.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. გრანადას ლუკა გაგნიძის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
✍🏼 𝐎𝐟𝐢𝐜𝐢𝐚𝐥: Luka Gagnidze, nuevo jugador del Granada CF#GagnidzeNazarí
— Granada CF ❤️⚪️ (@GranadaCF) September 1, 2025
ლუკა გაგნიძე ესპანურ კლუბს დინამო მოსკოვიდან შეუერთდა. შეგახსენებთ, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით კრილია სოვეტოვში გაატარა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გრანადა ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. ესპანურ გუნდს ახალ სეზონში, 3 ტურის შემდეგ, 0 ქულა აქვს და ცხრილში 21-ე პოზიციაზე იმყოფება.
















